მამუკა კვარაცხელია: ისიც უნდა გამოიძიონ, თუ რა მოხდა 2007 წლის 13 მაისს

AutoSharing Option
ირაკლი ღარიბაშვილისა და საფეხბურთო სამყაროს ბოლოდროინდელი შეხვედრების შესახებ უკვე ბევრი დაიწერა (იხილეთ ვრცლად).

ჩინებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ფეხბურთის განვითარებით დაინტერესდა და საამისოდ სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბებასაც აპირებს.

საფეხბურთო სამყაროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებს ერთი და იმავე კითხვით მივმართეთ - პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის რომელი პრობლემის მოგვარებას შესთავაზებდით პრემიერ-მინისტრს?

* * *
მამუკა კვარაცხელია, უეფას მედია-ოფიცერი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი:

"ირაკლი ღარიბაშვილს ამ თხოვნით მივმართავდი:

1. დაავალოს მთავრობას, შეიმუშავონ კანონი, რომელიც ბიზნესმენს დააინტერესებს, ფული ჩადოს სპორტში;

2. ბათუმსა და ზუგდიდში ააშენოს სტადიონები;

3. სასწრაფოდ კანონის
მომზადება, რათა საქართველოს ნებისმიერი სტადიონის, სპორტული მოედნის, იპოდრომისა თუ ზოგადად, სპორტული ობიექტის დანგრევა კი არა, ბალახის მოწყვეტაც არავინ გაბედოს;

4. ყველა მიტაცებულ სპორტულ ობიექტს დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია, ხოლო სადაც უკვე გაშენებულია კორპუსი, რესტორანი, მანქანების სადგომი თუ ბაზრობა, მფლობელს დაევალოს იმავე ზომის იმავე სპორტული ობიექტის აღდგენა იმავე ქალაქში;

5. დაავალოს საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს - ახალი საფეხბურთო სეზონიდან აღდგეს სოხუმის "ცხუმი", გალის "მზიური", ოჩამჩირის "ამირანი" (მნიშვნელობა არა აქვს - რომელ ლიგაში), რათა ყურში ყველას ესმოდეს ეს დავიწყებული სახელები;

6. ქართული ფეხბურთის გადარჩენისთვის საგანგებო ორდენებით დააჯილდოვონ კერძო კლუბების მეპატრონეები - რომან ფიფია, გურამ რუხაძე, ბესო ჩიხრაძე, ილია კოკაია, ფრიდონ ინჯია, ვახტანგ წერეთელი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ლექსო თოფურია, დიმა სანაკოევი და თუ ფეხბურთში დარჩა - ლევან ფხაკაძეც.

ამით სხვა ბიზნესმენებსაც გაუჩნდებათ განცდა, რომ ფეხბურთში ფულის ჩადება არის არა ვიღაცის ახირება, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე;

7. სტადიონებს, საფეხბურთო სკოლებსა და სხვა სპორტულ დაწესებულებებს დაუწესონ წყლის ადეკვატური გადასახადი;

8. სხვა გახმაურებულ საქმეებთან ერთად, დაიწყოს იმის გამოძიებაც, თუ რა მოხდა 2007 წლის 13 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე და მის შემდეგ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბიძინა ბარათაშვილი: მთავარი ისაა, აპირებენ ფეხბურთში ფულის ჩადებას?
ტარიელ ხეჩიკაშვილი: თუ ეს პროექტი განხორციელდა, ქართული ფეხბურთი ამ წუმპეს თავს დააღწევს
ილია კოკაია: ღარიბაშვილს ფეხბურთი აინტერესებს და ეს ძალიან მაიმედებს
მკითხველის კომენტარები / 3 /
მართალია! თანაც ეგ თუ ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის დამფუძვნებელი ყოფილა იმიტომაც არის რომ ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოს ფეხბურთი არ აქვს და რაც არის კიდევ უფრო უკან მიდის! მაგას ჩაუყრია საფუძველი, მაგ უვიცს! საერთოდ, ხომ შეიძლება რომ რამე ნორმალურ და პროგრესირებადზე წეროთ და არა ვიღაც დინოზავრების სისულელეებით გაავსოთ პრესა, თუ სხვა თემები არ გაქვთ და შესავსებად იყენებთ ესეთ იდიოტურ სტატიებსა და აზრებს? სასაცილო მაინც იყოს:)
პატრიოტი
11:57 13-02-2014
0
არ შეიძლება ძმებო ესე ლაპარაკი.მამუკას ვეთანხმები.ფეხბურთში იმდენი სიბინძურე დაგროვდა რომ ყველაფრის საფუძვლიანად გამოძიებისა სწორი გზით წაყვანის გარეშე არაფერი გვეშველება.და ეს ტუ ესე მოხდა ბევრი ჩვენი ფეხბურთის ავტორიტეტს თავი გამოსაჩენი აღარ ექნება.
vep1963
19:19 13-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული