ოთარ გაბელიას ირანში კარიერის გაგრძელების ვარიანტი ჩაეშალა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე ოთარ გაბელია მწვრთნელობაშიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

ავარჯიშებდა ზუგდიდის "ოდიშსა" და "ზუგდიდს", გურჯაანის "ალაზანს", თბილისის "მერანს", ქუთაისის "ტორპედოსა" და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს. ეს უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური კანდიდატი იყო, ბრძოლისუნარიან გუნდად ჩამოაყალიბა. დიდხანს ავარჯიშებდა ეროვნული ნაკრების მეკარეებსაც.

შარშან გაბელია "ზუგდიდში" მთავარი მწვრთნელის კონსულტანტად დაინიშნა, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო გუნდის დატოვება მოუხდა. როგორც შევიტყვეთ, ახლახან გაბელიას უცხოეთში მუშაობას სთავაზობდნენ, მაგრამ ეს ვარიანტი გამოირიცხა.

"შარშან, "ზუგდიდიდან"
რომ წამოვედი, მას შემდეგ უმუშევარი ვარ. ახლახან მეგობარი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ირანის ერთ-ერთ პოპულარულ კლუბ "სეპაჰანს" მწვრთნელი სჭირდებოდა და თურმე ჩემი კანდიდატურა შესთავაზეს. თუ გახსოვთ, ამ გუნდში ჯაბა მუჯირი თამაშობდა. სოლიდური კლუბია, სტადიონიც მუდამ ივსება და ცხადია, კარგი პირობები აქვთ. ირანელების წინადადებას ველოდი, მაგრამ საბოლოოდ, ეს ვარიანტი ჩაიშალა. ახლა სახლში ვზივარ და თამაშებზე სიარულით თუ ვიკლავ გულისტკივილს. უფეხბურთოდ ყოფნა ძალიან ძნელია",
- ამბობს გაბელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული