"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში" შერეული ტური გაიმართება

AutoSharing Option
23 თებერვალს, სპორტკომპლექს "არენაში", "ვერცხლის ლიგის" VIII ტურის სამი შეხვედრა და "ოქროს ლიგის" ორი გადადებული მატჩი გაიმართება:







23.02.2014. "ვერცხლის ლიგა". VIII ტური.
16:00 ქართუ ბანკი - ლილო 1
17:00 CFCP - Georgian Manganese (ზესტაფონი)
18:00 BP Georgia - საქართველოს ბანკი

Sportall.Ge



"ოქროს ლიგა" (გადადებული შეხვედრები)
19:00 ერისთავის იურიდიული ჯგუფი - ალგო
20:00 საქართველოს უნივერსიტეტი - ნატახტარი

Sportall.Ge


სატურნირო თვალსაზრისით ორივე ლიგაში არის გამორჩეული თამაშები.

"დანაშაულის პრევენციის ცნეტრის" გუნდი, ზესტაფონელებთან გამარჯვებით, დიდი ალბათობით დააღწევს თავს გასავარდნ ზონას. თავის მხრივ იმერელთა წარმატების შემთხვევაში, ისინი ბოლო
ტურამდე შეინარჩუნებენ შანსს, რომ ასპარეზობა ვერცხლის ლიგის პლეიოფში განაგრძონ.

"ოქროს ლიგის" სატურნირო ცხრილში, ბოლო ადგილოსნის ბედი უნდა გაირკვეს "ერისთავის იურიდიული ჯგუფისა" და "ალგოს" დაპირისპირებაში. "იურისტები" ამ მომენტისთვის, ბოლო ადგილზე იმყოფებიან და ერთი ქულით ჩამორჩებიან უშუალო კონკურენტს.

შეგახსენებთ, რომ პლეიოფში გუნდები სწორედ წრიული შეჯიბრის შედეგად დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდებიან. (1-8, 2-7 და ა.შ). ოქროს ლიგის ბოლო ტური კი 9 მარტს გაიმართება, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა პლეიოფის წყვილთა ვინაობა, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობას ორ რაუნდიან დაპირისპირებებში გაარკვევენ. ვერცხლის ლიგაში კი ბოლო, IX ტური, 16 მარტს გაიმართება.

ტრადიციულად, "ოქროს ლიგის" ორივე მატჩზე ტოტალიზატორი "ევროპაბეთი" ფსონების მიღებას უზრუნველყოფს.

* * *
ტურნირი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს SBM-ის ორგანიზებით იმართება.

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია, აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი".

"ვერცხლის ლიგის" გენერალური სპონსორია "ვი თი ბი ბანკი".

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია, სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული