შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დებულება საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისიის შექმნის შესახებ.
კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს პრემიერ‑მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
კახა კალაძე - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
ლევან ყიფიანი - საქართველოს სპორტისა
აკაკი ლოდია - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;
დომენტი სიჭინავა -საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;
რევაზ არველაძე - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი;
ალექსანდრე ჩივაძე - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, საქართველოს 21‑წლამდელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი;
მურთაზ ხურცილავა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი;
საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები: რომან ფიფია, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ილია კოკაია.
კომისიის მუშაობაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ფეხბურთის განვითარების 5‑წლიანი გეგმის შემუშავება;
კერძო ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობა საფეხბურთო კლუბების დაფინანსების გაზრდის მიზნით;
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა;
მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა;
კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვა ფეხბურთის მოყვარულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;
უეფას სუპერთასი 2015‑ის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია;
2017 წელს საქართველოში გასამართი უეფას 19‑წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამართვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
100 ლარი, დინამო...
90 ლარი საბურთალო (ხელოვნური უხარისხო მინდვრით)
ზესტაფონს კი საერთოდ არ ყავს ბავშვთა გუნდი აკადემიაზე საუბარი ზედმეტიადღემდე...