ლევან კობიაშვილმა დაადასტურა: ჩამოვალ და მონაწილეობას მივიღებ არჩევნებში

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი გაისად ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ეს მან გუშინ, თოქ-შოუ "არენაში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

ანუ დადასტურდა ის, რაზეც დიდი ხანია, ლაპარაკობენ. კობიაშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ განზე გადგომას არ აპირებდა; ოღონდ იქვე დასძენდა, რომ ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა, უნდა დაფიქრებულიყო...

აი, რა პასუხი გასცა კობიაშვილმა გადაცემის წამყვანს კითხვაზე - აპირებს თუ არა, მონაწილეობა მიიღოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში?

"ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდე, თემურ ქეცბაიას მიერ 2010 წელს გაკეთებულ განცხადებას გავიხსენებ. მაშინ მან თქვა, რომ ქართული ფეხბურთი გაპარტახებული იყო,
2014 წლის ბოლოს კი ის ამბობს, რომ ქართული ფეხბურთი მკვდარია.

მაშინ ამ ოთხ წელიწადში რა ხდებოდა? რა გზა გავიარეთ? აქ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება? არა მხოლოდ ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ერთხელ და სამუდამოდ, ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ წარუმატებლობაზე, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება.

ჩვენი პრობლემა მხოლოდ ეროვნული ნაკრები არ არის. უამრავი სხვა სატკივარია, იგივე ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ლამის ყოველ წელს სხვადასხვა ფორმატით ტარდება. არ ჩანს, რომ ფედერაციას ერთი სტრატეგიული გზა, კონცეფცია გააჩნია, რომელსაც მიჰყვება.

ამიტომ არის ქართულ ფეხბურთში ცვლილებები საჭირო, უპირველესად კი, იქ, საიდანაც ჩვენი ფეხბურთი იმართება - ეს არის ფეხბურთის ფედერაცია. ახლა რაც შეეხება კითხვას - ბერლინის "ჰერტაში" ვმუშაობ, თავს კარგად ვგრძნობ და აქ ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ ჩემთვის უმთავრესია ქართული ფეხბურთი. აუცილებლად ჩამოვალ, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას და გაძლევთ პირობას, რომ არასოდეს ვიტყვი - აქ სად ჩამომიყვანეთო", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
sheeshvit arveledzes!!! didi ambavi aketos fuli da ikos prezidenti.chvenc daudget gverdshi da avitanot fexburtis ukusvla.
Kaxa
18 ნოემბერი 2014 23:02
0
ჩვენთან საქართველოში ფეხბურთელები აღარ არიან, ყველანი ფედერაციის ჩათვლით ტაკიმასხარები არიან.
მურთაზი
18 ნოემბერი 2014 22:44
0
ყველა კარგია ყველას გმერტმა ხელი მოუმარტოს მარა აქ რო ჰამოდიან რაგაცა ემარტებატ აგარავისას აგარ იტვალისცინებენ ხალხს უნდა მოუსმინონ ჰემი აზრიტ ხალხი იტხოვს სჰედეგს და მატტან უნდა იყო მარტალი
gaga
18 ნოემბერი 2014 21:44
0
კობის კაცობა არ ესწავლება და ვისაც მის კაცობაში ეჭვი ეპარება მივიდეს და პირში უთხრას.ღმერთმა ხელი მოგიმართოს კობი.
qutaiseli
18 ნოემბერი 2014 20:22
0
არველაძეები სანამ მანდ იქნებიან ,ვერავინ კაი საქმეს ვერ გააკეთებს.
მამუკი
18 ნოემბერი 2014 16:41
0
კობი გერმანიიდან ფული წამოაყოლე რომ ჩამოხვალ თორემ ფეხბურთის ფედერაციაში ფეხბურთის აგორზინებისთვის ფული არ არის.....
NUKRI
18 ნოემბერი 2014 14:00
0
კობი როცა პრეზიდენტი გახდები რამდენიმე წელში ხალხი ისე დაგიწყებს ლანძღვას როგორც ქეცბას. ხოდა მერე გაგახსენდება ეგ შენი მწარ მწარე გამონათქვამები ქეცბას მისამართით. ფეხბურთს ფული ჭირდება პირველ რიგში და მაგის გარეშე რაც არ უნდა გული გერჩოდეს საქმეს ვერ გააკეთებ
gio
18 ნოემბერი 2014 13:37
0
ჩომოხვალ და კაი ტურასაც დაიჭერ.აქ ძმაო არველაძეები არიან.
kola
18 ნოემბერი 2014 13:22
0
ფეხბურტის აგორზინებისტვის აუცილებლად დიდი მაკუტია სატშირო... ფული კიდე სადაა? სადაა და ბიზინასა აქვს. უნდა დახარჯოს ,რატო არ ემეტება,მაინც რუსეტში აქვს მოპარული
beqa
18 ნოემბერი 2014 12:32
0
ფეხბურტის აგორზინებისტვის აუცილებლად დიდი მაკუტია სატშირო... ფული კიდე სადაა? სადაა და ბიზინასა აქვს. უნდა დახარჯოს ,რატო არ ემეტება,მაინც რუსეტში აქვს მოპარული
beqa
18 ნოემბერი 2014 12:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული