სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნები: კანდიდატი ოთხია, თარიღი?

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილმა ღიად დააფიქსირა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, ოღონდ უცნობია, თავად არჩევნები როდის გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას უფლებამოსილება 2015 წლის 22 იანვარს ეწურება, თუმცა სფფ-ის წესდების თანახმად, არჩევნების დანიშვნა მას 2015 წლის ბოლომდე შეუძლია.

ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, არჩევნები მას შემდეგ დაინიშნება, რაც თბილისი 11 აგვისტოს ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს, თუმცა ეს ჯერ მაინც ვარაუდია.

კანდიდატი კი ამ ეტაპზე ოთხია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი, "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი
დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი და თბილისის "დინამოს" ლეგენდარული ფორვარდი - ვლადიმერ გუცაევი.

არჩევნებამდე ჯერ დროა და ამ თემაზე წერა კიდევ არაერთხელ მოგვიწევს. ახლა კი მხოლოდ ერთს ვისურვებთ: იქნებ ბოლოდროინდელ ტრადიციას ვუგანოთ და ჩავატაროთ სახელმწიფოს ნებისგან სრულიად თავისუფალი არჩევნები. ეს ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვება იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
კობი და ყაველა ერთად უნდა გაერტიანდნენ და ლევან სალუქვაძემს რაც თქვა კარის ჟურნალისტები პანღურიტ უნდა გაუსწორდნენ არადა ორივეს ეხლა ეგეტი რამდენი ეტენება :)
giji2
00:20 24-11-2014
0
არველაძის გარდა სამივე კანდიდატი მისაღებია, მაგრამ მაინც არსებობს რამდენიმე მაგრამ - ყაველაშვილი და არველაძეები რომ ნათესავები არიან დამთავრდება ვითომ რეზის მარადიული ფედერაციის გენმდივნობა თუ ვიცეპრეზიდენტობა?
- პრინციპში კობი აუტკივარ თავს აიტკივებს, მის ადგილზე უარს ვიტყოდი - ჯობია გაიზარდოს და გამოცდილება მიიღოს!
- რაც შეეხება გუცაევს რატომაც არა - ვიღაც წერს რომ მაგათი დრო წავიდაო, რა დრო წავიდა ფედერაციის პრეზიდენტმა ფეხბურთი კი არ უნდა ითამაშოს, პირიქით მთელი სული და გული უნდა ჩადოს ფეხბურთის განვითარებაში - დავიჯერო გუცაევი დომენტაზე უკეთესი მენეჯერი არ იქნება?!
brola
22:32 23-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული