რა თამაში წამოიწყო ზვიად სიჭინავამ? პრეზიდენტს პოსტის შენარჩუნება მოუნდა

AutoSharing Option
ზვიად სიჭინავამ ადრე თქვა, რომ 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა და თავისი ციკლის დასრულების შემდეგ პოსტს დატოვებდა. მეტიც, ვიცით, რომ მცირე ხნის წინ, უეფას ოფისში ვიზიტის დროს, ამ საკითხით მიშელ პლატინიც დაინტერესდა და მასთანაც იგივე ბრძანა.

მაგრამ 19 ნოემბერს, მოულოდნელად, სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება შეცვალა.

"დიახ, ადრე განვაცხადე, რომ არჩევნებში ჩემი კანდიდატურის წამოყენებას არ ვაპირებდი. თუმცა ბოლო დროს რა ლაპარაკიც მესმის და რა კანდიდატებიც გამოჩნდნენ, ამის გათვალისწინებით, ჩემი კანდიდატურის წამოყენებასაც არ გამოვრიცხავ. ვფიქრობ, რომ ამ
პოსტისთვის 4 კანდიდატურა ცოტაა. მათი სიმრავლე ხალხს სწორი არჩევანის გაკეთებაში მხოლოდ დაეხმარება", - თქვა სიჭინავამ.

ეს განცხადება, რაც ბევრმა სერიოზულად აღიქვა, სიჭინავამ ისეთი ტონით თქვა, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ხუმრობდა. თუმცა... აი, მომდევნო კომენტარიც:

"სერიოზულად ვამბობ! წავიკითხე, რომ არიან კანდიდატები სუფთა წარსულით. ალბათ, მე ჭუჭყიანი წარსულით ვარ. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ კანდიდატურა მეც წამოვაყენო. მინდა ერთი შანსი ჩემთვისაც დავიტოვო".

ცნობილია, რომ ფედერაციის პრეზიდენტობას სფფ-ის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე უმიზნებს. სიჭინავა მათ შორის კონკურენციაზე მთელი სერიოზულობით კი ცდილობდა ლაპარაკს, მაგრამ ხუმრობანარევი ტონი აქაც იგრძნობოდა:

"სერიოზულად ვამბობ! მე და არველაძე ძმები კი არ ვართ! ბიზნესი არის ბიზნესი"!

ძნელი სათქმელია, რა ჩანაფიქრი ჰქონდა სიჭინავას, როცა ესოდენ სერიოზულ თემაზე მედიას ხუმრობით ელაპარაკა. ისე ჩანს, რომ მან რაღაც ახალი თამაში წამოიწყო - მარტომ თუ წყვილში? ამას დრო გამოაჩენს.

ცხადია, "სუფთა წარსულთან" დაკავშირებით სიჭინავა გამოეხმაურა ლევან კობიაშვილის განცხადებას, რომელმაც ორიოდ დღის წინ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება დაადასტურა.

ფაქტობრივად, უკვე იგრძნობა 2015 წლის ცხელი შემოდგომის სურნელი. სწორედ შემოდგომისთვის აპირებს ფედერაცია არჩევნების დანიშვნას.

თუმცა მანამდე დიდი დროა და არავინ უწყის, რა ხასიათზე დადგება სიჭინავა იმ დროისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნები: კანდიდატი ოთხია, თარიღი?
მკითხველის კომენტარები / 16 /
რა სიჭინავა რა არველაძე და რის შემოდგომა?! არჩევნები სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს, და ფედერაცია გაიწმინდოს ამ სიბინძურისგან!!!
0
არჩევნები უნდა ჩატარდეს იანვარში, და არანაირი არველაძე და სიჭინავა !
დათო
11:58 20-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული