დაკავებული მსაჯები შესაძლოა, საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდნენ

AutoSharing Option
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული მსაჯების მიმართ შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულების - ზვიად ასკაროღლისა და ალექსანდრე გუნცაძის ადვოკატმა, მარინა მარიამიძემ განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

როგორც მარინა მარიამიძემ აღნიშნა, დაცვის მხარე მიმართავს პროკურატურას, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდნენ პატიმრობიდან ბრალდებულები. მისივე თქმით, შეთავაზება დაცვის ქვეშ მყოფებთან დაკავშირებით არის 3 000-3 000 ლარის ჯარიმა და პირობითი მსჯავრი.

პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით კი, დაცვის მხარის შესაბამისი განცხადება შეტანილია პროკურატურაში. მისივე თქმით, პროკურატურაში მიმდინარეობს მსჯელობა,
დათანხმდებიან თუ არა საპროცესო შეთანხმებას. მისივე თქმით, 8 ბრალდებულიდან საპროცესო შეთანხმებას, მამუკა ურუშაძის გარდა, ყველა ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსაჯების საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 3 /
უი
0
ეჭვიც არ მეპარება რომ გაანთავისუფლებენ. მათ უკან ხომ ქართული მაფიააააააააააააააააააააა
babu
18:42 27-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული