
რაც შეეხება დარჩენილ ბრალდებულებს, მოსამართლემ მათ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო შეუფარდა. უფრო კონკრეტულად, ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი გეთიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ 10-10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა საპატიმრო უზრუნველყოფით.
გირაოს შეტანის ვადად 20 დღე განისაზღვრა. შვიდივე ბრალდებული საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.
დაკავებულ სპორტსმენებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის
სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.
გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).