შეგახსენებთ, რომ 44 წლის ალექს გარსია ავარჯიშებდა "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდს, თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად კი 2010 წლის ივნისში დაინიშნა და 2012 წლის იანვარში, შვეიცარიულ "იანგ ბოიზთან" ამხანაგურ მატჩში წაგების შემდეგ მოხსნეს.
ამის შემდეგ ის "ბარსელონაში", აწ გარდაცვლილი ტიტო ვილანოვას სამწვრთნელო შტაბში მთავარი სკაუტის
როგორც შევიტყვეთ, ალექს გარსიას "საბადელში" ანდრეს კარასკო დაეხმარება. ესპანელმა ეს ინფორმაცია თავად დაგვიდასტურა. კარასკო "დინამოში" 2011 წელს გარსიასთან ერთად გამოჩნდა და საფეხბურთო აკადემიის დირექტორადაც დაინიშნა. მას ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს - ავარჯიშებდა "ბარსას" მომავალ თაობებს და "დინამოში" კატალონიურ მოდელს ნერგავდა.
მას უკავშირდება მასობრივი შერჩევები "დინამოს" აკადემიაში, რომელშიც 300-მდე ბავშვი მონაწილეობდა. კარასკომ ახალგაზრდა და პერსპექტიული მწვრთნელები შემოიკრიბა, საქართველოში საუკეთესო ასაკობრივი გუნდები ჩამოაყალიბა და განსხვავებული სტილით ათამაშებდა.
ალექს გარსიას გაშვების შემდეგ მალე თავად კარასკოც დაბრუნდა სამშობლოში, სადაც "მალაგას" საფეხბურთო სკოლის კოორდინატორი და 16-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი გახდა. თუმცა 2013 წელს "საბურთალომ" კარასკო თანამშრომლობაზე დაითანხმა და მას შემდეგ ამ კლუბის საფეხბურთო სკოლას ხელმძღვანელობდა.
კარასკო საბურთალოელებს შაბათს დაემშვიდობა და ესპანეთში გაემგზავრა.
საინტერესოა, რომ ესპანურ "მალაგაში" "საბურთალოს" ფეხბურთელები - ირაკლი ბიძინაშვილი და მეკარე ბექა ქურდაძე, აგრეთვე, თბილისის "ლოკომოტივის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე, სტაჟირებაზე მისი რეკომენდაციით მიიწვიეს.
იმედია, კარასკო ქართველებს არც ახლა დაივიწყებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"