ბელგიელი აგენტი: ურუგვაიში თქვენზე მეტად უჭირთ, მაგრამ უკეთ თამაშობენ

AutoSharing Option
ფოტოზე: ლაშა ჯაკობია და მარტინ ანგოტე

ადრეც ვწერდით, რომ 19-წლამდელთა შესარჩევი ეტაპის შეხვედრებისას თბილისს არაერთი ევროპელი მენეჯერი თუ კლუბის წარმომადგენელი სტუმრობდა. ერთ-ერთი მათგანი ძალიან ცნობილი ბელგიელი აგენტი როჟე ანგოტე გახლდათ, რომელმაც წლების წინ ლიეჟის "სტანდარტში" ლაშა ჯაკობია წაიყვანა, წლეულს ზაფხულში კი ლუკა კიკაბიძე - ფრანგულ "ბასტიაში" მოაწყო. ზაფხულში ის "გენტში" გიორგი თევზაძის დაბინავებას ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი მიზეზთა გამო გადაიდო.

ამ ცოტა ხნის წინ კი თბილისში ცნობილი აგენტის ერთ-ერთი ვაჟი, მარტინ ანგოტე იმყოფებოდა. ვფიქრობთ, მისი ინტერვიუ ძალიან დამაფიქრებელი და საყურადღებოა:

-
მარტინ, საქართველოში რა მიზნით ჩამოხვედით?

- ჩემთვის მნიშვნელოვან ამბებს ვარკვევდი. მამაჩემისგან ისედაც ბევრი რამ ვიცოდი საქართველოზე, აქაურ ფეხბურთზე, არსებულ ვითარებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ თავად მსურდა დეტალებში გარკვევა. სულ საქართველოს ჩემპიონატის 5 მატჩი ვნახე და მის დონეზე წარმოდგენა შემექმნა.

- როგორია ეს შთაბეჭდილებები?
- საკმაოდ მძიმე. პირდაპირ რომ გითხრათ, კატასტროფული დონეა.

- ესე იგი, კატასტროფული...
- სამწუხაროდ, ასეა. საქართველოში ჩამოსვლამდე ლაშა ჯაკობიას ვიცნობდი, რომელიც მამაჩემმა 17 წლის ასაკში ბელგიაში ჩაიყვანა, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი.

ბევრი რამ ვიცი თქვენებზე, ისიც, რომ რამდენჯერმე თქვენი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. თავად ვნახე შარშან, თქვენმა 19-წლამდელებმა ელიტრაუნდში რა კარგი ფეხბურთი აჩვენეს. ამ ყველაფრის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ნანახმა შოკში ჩამაგდო.

- ყველაზე ცუდად თვალში რა მოგხვდათ?
- ძალიან დაბალი ტემპი და ფეხბურთელების ინერტულობა. ბევრი მათგანი მოედანზე იდგა, არ მოძრაობდა, არ იხსნებოდა, გამწვავებას არ ცდილობდა. მე სხვა ფეხბურთს შევეჩვიე და არ ვიცი, ეს ინერტულობა რას მივაწერო. ეს უფრო მენტალური და აღზრდის პრობლემაა - თავდამსხმელები დგანან და ელიან, როდის მისცემენ პასს.

ვერც წარმოვიდგენდი, რომ ქვეყანაში, სადაც ბევრი ტალანტია, ასეთი ჩემპიონატი იქნებოდა. იმას ვერ ვიტყვი, რომ არ დარბიან, მაგრამ რიტმი არ იგრძნობა და აფეთქებები მეტისმეტად მცირეა. ევროპაში ამაზე ბევრად მაღალი ტემპია არა მხოლოდ ტოპ-ლიგებში, არამედ ბელგიის მეორე ლიგაშიც.

- ძალიან დიდი განსხვავებაა?
- ევროპაში "პორშეს" სისწრაფეებია, საქართველოში კი "ოპელ ასტრას" ტემპში მოძრაობენ.

- ეს ყველაფერი ჩვენი კლუბების ფინანსურ გასაჭირსაც ასახავს. პირობები არ აქვთ, მოთამაშეებს კარგად ვერ ამზადებენ...
- ეს ვიცი და მესმის, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც გაცილებით ნაკლები ფული აქვთ, თქვენზე უფრო მეტად უჭირთ, მაგრამ იქაური ჩემპიონატების დონე და ტემპი გაცილებით მაღალია.

- მაგალითად?
- მაგალითად, პარაგვაისა და ურუგვაიში. შესაძლოა, იქ თქვენნაირი პირობები ან უარესიც კი არის, მაგრამ იქაური კლუბები ფეხბურთელების გაზრდას მაინც ახერხებენ. სხვათა შორის, განსაკუთრებული სიმდიდრით არგენტინული კლუბებიც არ გამოირჩევიან, მაგრამ სხვა მენტალიტეტის ფეხბურთელები ჰყავთ, ბევრად ჟინიანები და მონდომებულები.

დაბალი ტემპია ბრაზილიის მესამე ლიგაში, მაგრამ იქ ნიჭიერს მრავლად წააწყდები. აქ კი ტალანტები 16-17 წლის ბავშვები არიან, მათგან კი ერთი-ორი თუ იზრდება.

- პლუსი საერთოდ ვერ დაინახეთ?
- არა, რატომ? თქვენს ფეხბურთელებს ტექნიკის მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვთ და ბევრ საინტერესო თვისებასაც ავლენენ, მაგრამ ერთადერთი თამაში მომეწონა - ქუთაისში "ტორპედოსა" და "ზესტაფონს" შორის. ეს იყო ბოლო მატჩი, რომელიც ვნახე და ერთადერთი, სადაც ფეხბურთი ვიხილე.

- რომელიმე ფეხბურთელით დაინტერესდით?
- დიახ, ორი საინტერესო ფეხბურთელი მოვძებნე და კიდევ უფრო გამიმყარდა მოსაზრება, რომ 18 წელს მიღწეული ქართველი ფეხბურთელი ევროპაში უნდა წავიდეს, თორემ მერე თქვენთან პროგრესი შეუძლებელია.

მოთხოვნა ბევრს ნიშნავს, აქაური ჩემპიონატის დონეზე კი მოთამაშეს ბევრი არ მოეთხოვება. მაგრამ ასეთ დონეზე ვერავინ განვითარდება და ვერაფერს მიაღწევს. ჯობია, წავიდეს და ბელგიური კლუბის დუბლშემადგენლობაში ითამაშოს, ვიდრე თქვენს უმაღლეს ლიგაში.

- ამაზე უარესი დონის ჩემპიონატი გინახავთ?
- როგორ არ მინახავს? მაგალითად, ავსტრალიაში. იქ ფეხბურთი კარგად არც ესმით. თქვენ კი საფეხბურთო ქვეყანა ხართ და ასეთი დონე არ შეგშვენით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
GIGA... :D მართალია ეს რო ქეცბაიას ეთქვა ეტყოდნენ როგორ გვაკადრა ამ გაუზრდელმაო მაგრამ უცხოლი რახან არის პროფესიონალი იქნება იასნიაო იფიქრეს... დარწმუნებული ვარ ქეცბაიას მეასედიც არ იცის ამ სკაუტმა მაგრამ ამის გჯერათ და ის მოინელეთ რახან ქართველია და კარგად ვერ მეტყველებს.
poster
04 დეკემბერი 2014 07:42
0
ჰოდა რომ არ დარბიან და ბიუჯეტის ფულები უნდათ, მაგაშია საქმე. რაში უნდა უხადოს სახელმწიფომ მილიონებიააა/ საერთოდ არ გვინდა ფეხბურთი, ჩაოოოოო
mmm
04 დეკემბერი 2014 02:37
0
ამას ამაყად ავრცელებთ და ქეცბაია შეჭამეთ!!!!!!!
giga
04 დეკემბერი 2014 00:15
0
ესეც ქეცბაია ხო არაა თქვე კაი ხალხო. არ დარბიან ეს ოჯახ აშენებულები და მერე იტყვიან რატო გვაქვს ცუდი ჩემპიონატიო
Saba
03 დეკემბერი 2014 22:07
0
ა კაცი, რეალურად შეაფასა ქართული ფეხბურთი, ისე "ოპელ ასტრას", რომ მიამსგავსა მე მგონი "ზაპორიჟეცი" ჯობდა , ან სულაც "როლიკები" :–) :–) :–)
Toma
03 დეკემბერი 2014 20:27
0
ეს კაცი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გვჭირდება!!!!
გუჯა კახაძე
03 დეკემბერი 2014 19:03
0
Qartuli fexburti sword rom mag veteranebma
Mokles romeltac adidebt romel jibeshi chaidon fuli amas fiqtoben. Yvela chumadaa arafers laparakobs imitom rom federacia adzlevs Fuls da cuds rogor ituvian am dros fexburti kvdeba
Tbilisi
03 დეკემბერი 2014 16:53
0
Saqartvelos chempionatis done martlac dzalian dabalia, au avstraliaze ver davetanxmebi iq tempic magalia donec, avstraliis chempionatidan fexburtels seria -A gundebi da inglisis premiershipis gundebi yiduloben ai saqartvelos chempionatidan ki arcerti qveyana ar yidulobs.tu sadme sinjze wava isic milionshi erti tu darcheba sashvalo evropul gundshi
Lasha
03 დეკემბერი 2014 16:47
0
ეს გამოუშვა სპეცილურად ქეცბაიამ : )))))))))))))))))))))))))))))))))))
dave
03 დეკემბერი 2014 16:42
0
ამაზეა ნათქვამი სიმართლე მწარეაო :)
Tbilisi
03 დეკემბერი 2014 16:34
0

სიახლეები პოპულარული