ვერისბაღელი გულშემატკივარი: გადაეცით იპოდრომი ფეხბურთს!

AutoSharing Option
საინტერესო ისტორიაა - გასულ საუკუნეში ტყიბულის რაიკომის მდივანმა კარლო ლომაძემ და "საქნახშირტრესტის" მმართველმა დავით დობორჯგინიძემ ქალაქში 20-ათასიანი სტადიონი ისე ააშენეს, არც ერთ საბჭოთა გეგმასა თუ პროექტში არ დაუმტკიცებიათ და, ცხადია, მშენებლობის დაფინანსების წყაროც არ არსებობდა.

მაგრამ ფეხბურთის ამ ორმა დიდმა მოყვარულმა მაინც მოძებნა გზა. სამშენებლო მასალები მაშინ იაფი იყო და მისი შოვნა პრობლემას არ წარმოადგენდა. ეს იყო პირველი წმინდა საფეხბურთო სტადიონი მთელ საბჭოთა კავშირში (ლანჩხუთში მერე ააშენეს), რომელიც ხარისხიანი მოედნით გამოირჩეოდა.

მერე, ტყიბულის სტადიონი საქართველოს მაშინდელმა პირველმა კომუნისტმა ვასილ მჟავანაძემ
ნახა და ისე მოეწონა, მშენებლობის ხარჯების გასტუმრება ერთ-ერთ მაღაროს მიაწერა...

პროგრამა თაროზე
"ასეთი ხალხი დღეს უფრო გვჭირდება, რადგან ჩვენ უკვე დამოუკიდებელი ქვეყანა გვაქვს და მას მეტი მონდომებით უნდა ვემსახუროთ", - ამბობს დავით დობორჯგინიძის შვილი დევი დობორჯგინიძე.

Sportall.Geბატონი დევი ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივრები უფრო ძველი ვერისბაღელის სტატუსით იცნობენ.

ეროვნული ჩემპიონატის მატჩებისას ტრიბუნაზე ასიოდე მაყურებელს თუ მოჰკრავთ თვალს, ერთ-ერთი დევი დობორჯგინიძეც იქნება - ცხადია, თავის ვერისბაღელ მეგობრებთან ერთად.

"მამაჩემის აშენებულია ახალციხის სტადიონიც და ისიც - შახტების ფინანსებით მოახერხა. ეს მოხდა ადრე, როცა საქართველო ჯერ დამოუკიდებელი არ იყო. მაგრამ დღეს რა ხდება? სამწუხაროდ, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და ფეხბურთი დახმარებას საჭიროებს.

დაპირებების მიუხედავად, ფეხბურთს არაფერი ეშველა, რადგან მისი განვითარების პროგრამა არ ამოქმედებულა და არც ვიცით, საერთოდ ეს რამდენად რეალურია", - გულდაწყვეტილია პროფესორი და ისიც ცუდად ახსენდება, წლების წინათ ვერისბაღელების მიერ დაწერილი პროგრამა თაროზე რომ შემოდეს...

ჯერ მწვრთნელები გვყავს გასაზრდელი!
"ფეხბურთის ფედერაცია დამოუკიდებელი რომ გახდა, ვერისბაღელმა გულშემატკივრებმა პროგრამა დავწერეთ და 1991 წელს სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციას შევთავაზეთ. მთავარი აქცენტი აღმზრდელებზე გავაკეთეთ და არა - ბავშვთა ფეხბურთზე.

ეს დღესაც გამართლებული მგონია, რადგან ფეხბურთელს გონიერი, უნარიანი და პედაგოგიური ნიჭით დაჯილდოებული მწვრთნელი თუ გაზრდის...

...ჩვენი ჩანაფიქრის მიხედვით, ჯავახიშვილის, ტექნიკურ, აგრარულ, სამედიცინო უნივერსიტეტებისა და სპორტის აკადემიის ბაზაზე სპეციალიზებული უმაღლესი სასწავლებელი უნდა შექმნილიყო, სადაც სტუდენტები დაეუფლებოდნენ მწვრთნელის, მენეჯერის, სპორტული ჟურნალისტისა და საფეხბურთო აგრონომის სპეციალობებს.

პროექტში საინტერესო პუნქტი იყო შეტანილი - ვამტკიცებდით, რომ მოედნებს წყლის გადასახადი უნდა მოეხსნას. ეს მოთხოვნა ახლა უფრო აქტუალურია და საფეხბურთო სკოლების გადასახადებთან პირდაპირ კავშირშია. თუ მსგავსი პუნქტი სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ შეთავაზებულ თუ დასაწერ პროგრამებში არ არის გათვალისწინებული, ჩათვალეთ, რომ სკოლებში გადასახადები არ შემცირდება და მშობლებს მომავალშიც დღევანდელივით გაატყავებენ...

...ვიცით, რომ თურქმენეთში, სადაც დემოკრატია არ არის, გაზისა და ნავთობის უდიდესი საბადოები აქვთ. გაზი ხალხისთვის უფასოა, ბენზინი კი ჩვენი კურსით თეთრები ღირს.

ამ დროს, სიმდიდრე საქართველოშიც არის. წყალზე ვლაპარაკობ. უნიკალური მარაგები გვაქვს და უფასოს ვინ ჩივის, ისე გააძვირეს, სკოლები მოედნებს ვეღარ რწყავენ. ეს ერთხელ თენგიზ სულაქველიძემ მითხრა და გული მომიკვდა. აბა, როგორ ვაპირებთ მოედნების მოვლა-პატრონობას?" - სვამს კითხვას ბატონი დევი.

სახლები რომ არ აშენდეს...
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი იპოდრომთან დაკავშირებულ ჩანაფიქრს გვიმხელს:

"ქართულ ფეხბურთში ტრაგედია ტრიალებს, რაც უშუალოდ უკავშირდება ბოლო წლებში არაერთი სკოლისა და სტადიონის წართმევას და მათ ადგილებზე სახლების მშენებლობას.

ამ დანაკლისის შევსება შესაძლებელი იქნება, თუ დღემდე უფუნქციოდ დარჩენილ იპოდრომს ფეხბურთს გადასცემენ. ასეთ შემთხვევაში, ეს ტერიტორია თბილისის "ფილტვის" როლსაც შეინარჩუნებს და იქ სახლები არ წამოიჭიმება, ფეხბურთის განვითარებისთვის კი უმნიშვნელოვანესი საქმე გაკეთდება.

იპოდრომის პარამეტრები საგანგებოდ მოვიძიე: მისი სიგრძე 688 მეტრია, სიგანე - 240 მეტრი და ვიანგარიშე: ამ ფართობზე თავისუფლად მოთავსდება 20 სტანდარტული საფეხბურთო მოედანი, პლუს ამას, სკოლების ოფისების მოწყობაცაა შესაძლებელი.

ვიცით, რომ იპოდრომს პატრონი შეეცვალა, მაგრამ ამით ქვეყანას რა შეემატა? კარგი არ იქნება, სახელმწიფომ იქ უფასო საფეხბურთო სკოლები მოაწყოს, სადაც ბავშვები თანხებს არ გადაიხდიან, ხოლო მოედნებს მმართველობაში გადასცენ საფეხბურთო სკოლებს?!

"საბურთალო" მშვენიერი სკოლაა და ხელისშეწყობა არ სჭირდება? როდემდე უნდა ზიდოს მისმა მეპატრონემ ეს ტვირთი მარტომ? იმავეს ვიტყვი "დინამოს" აკადემიაზე, "ავაზაზე", 35-ე სკოლაზე, სულაქველიძისა და კარლო მჭედლიძის აკადემიებზე, "ნორჩ დინამოზე" და ასე შემდეგ.

მათი ამჟამინდელი სკოლების ადგილზე სტადიონები უეფას სტანდარტებით ააშენონ და იქ თამაშები გამართონ. დარწმუნებული ვარ, ქართულ ფეხბურთს ჩიხური მდგომარეობიდან ასეთი გადაწყვეტილება თუ გამოიყვანს. ეს ტერიტორია ხალხის და ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ და არა - სახლების ასაშენებლად".

პროგრამას მეცნიერები არ სჭირდება?
დევი დობორჯგინიძე კახა კალაძესა და ლევან ყიფიანსაც მიმართავს:

"ჩვენ ყველა ვუყურებდით, ქართული ფეხბურთისთვის საფუძვლის გამოცლას რა მიზანმიმართულად ცდილობდნენ. სტადიონები და სკოლები მხოლოდ თბილისში არ გაუსხვისებიათ. ასევე მოხდა ზუგდიდსა და ბათუმში.

ეს უკანასკნელი 2018 წელს მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. ამ დროისთვის, ბათუმში სტადიონის აშენებაც იგეგმება და ორივეს დიდძალი სახსრები დასჭირდება. ამ ორი პროექტის გაერთიანებით, ბათუმს უნიკალური სპორტული ობიექტები დარჩება და მხოლოდ ერთი სახეობისთვის განკუთვნილი არ იქნება.

ჩვენთან ფეხბურთი ისეთი სოციალური ფენომენია, რომელსაც ერის ცხოვრებასა და წინსვლაში დიდი როლის შესრულება შეუძლია. ბოდიში ყველასთან, მაგრამ 17-წლამდელები ვერც ერთ სახეობაში იმდენ მაყურებელს ვერ შეკრებენ, როგორც ეს ვასილ მაისურაძის ნაკრებმა მოახერხა".

პატივცემული რესპონდენტი საფეხბურთო პროგრამის შედგენაში მეცნიერების ჩართვას და გულშემატკივართა მოსაზრებების გათვალისწინებას ითხოვს:

"ბევრი ცნობილი ადამიანია, რომელსაც ჭკუა მოეკითხება და ფეხბურთი უზომოდ უყვარს. მაგალითად, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ კვესიტაძე ფეხბურთელი იყო. პროგრამის შედგენაში ხომ მეცნიერებიც უნდა მონაწილეობდნენ? და აზრი ერთხელ მაინც ჰკითხეს მათ? იგივე, პროფესორ ვერნი ალფაიძეს, ცნობილ ინჟინერ ალეკო კობაიძეს, ჯონდი გაჩეჩილაძეს, გოგი ჭიჭინაძეს - ეს ხალხი უბრალო გულშემატკივრები არ არიან, თავიანთ სფეროებში პროფესორები არიან. საფეხბურთო პროგრამაში კი ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის - მეცნიერული...

...მაგრამ ჯერ არც პროგრამა იწერება და არც არავის ეკითხებიან, რა და როგორ სჯობია. არა მგონია, შოთა რუსთაველს "ვეფხისტყაოსნის" დაწერაში იმაზე მეტი დრო დასჭირვებოდა, ვიდრე საქართველოს - საფეხბურთო პროგრამაზე. 20 წელიწადში ასეთს რას ვწერთ, რომ ეს ჩვენი ცოდვით სავსე პროგრამა ვერ გვეღირსა?

ერთხელ მაინც, სამთავრობო სხდომაზე გულშემატკივრები მიგვიწვიონ და ვიტყვით, რაც გვტკივა და გვაწუხებს - სატკივარზე გულწრფელ სიტყვებს მოისმენენ და ბევრ რამეს გაიგებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
რატო ფული რო აკეთონ მერე გაქირავებით უფროსობამ?
dddddddddddddddddd
20:52 07-12-2014
0
რატო უნდა გადაეცეს ფეხბურთს? ერათადერთი ადგილია სადაც დაფინანსების გარეშე მყოფი რაგბისტები ვარჯიშობენ და ხელით თამაშს სწავლობენ. ფეხბურთი ისედაც არაფერს არ აკეთებს და იპოდრომი კი არა თუ გინდათ სულ გადაეცით საბურთალო ისევ ის უჯიგროები გამოვლენ 90 წუთი რო გვარცხვენენ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული