საქართველოს ნაკრების მცველი აკაკი ხუბუტია ჯერაც უგუნდოდაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი აკაკი ხუბუტია ჯერაც უგუნდოდაა. სეზონი მან ცხინვალის "სპარტაკში" ვარჯიშით ჩაამთავრა. ასე კი დიდხანს ვერ გაგრძელდება.

როგორც თავად ფეხბურთელმა გვითხრა, ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა საიმისოდ, რომ სეზონის განახლებას ახალ გუნდში შეხვდეს.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ თავის დროზე, როცა 28 წლის მცველი რუსული "მორდოვიას" ლიდერი იყო, სანაკრებო ინტერესები საკლუბოზე მაღლა დააყენა და სწორედ ამის გამო აერია კარიერა.

იმედია, ხუბუტიას საქმეები კარგად წავა და სათამაშო პრაქტიკა თუ ექნა, ეროვნულ გუნდს მეტ სარგებლობას მოუტანს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული