დავით ლორთქიფანიძე: სიჭინავა საპრეზიდენტო ვადას 9-10 თვით იხანგრძლივებს

AutoSharing Option
დავით ლორთქიფანიძე ჯერ პარლამენტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ეძგერა, ახლა კი უკვე მესამედ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას დაუპირისპირდა.

სტუდია "რეპორტიორში" გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტარმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ დებულების დარღვევასა და მმართველობის ვადის უკანონოდ გახანგრძლივებაზე ილაპარაკა...

"ქართველი გულშემატკივარი მტკივნეულად განიცდის იმ პრობლემებს, რაზეც ამ ბოლო დროს პრესკონფერენციები გავმართე.

ფეხბურთის ფედერაციაში გვაქვს საკმაოდ არაორდინარული ვითარება, შეიძლება ითქვას - ტრაგიკულიც. საქართველოს არც ერთ ფედერაციას თავში აზრადაც არ მოუვიდოდა, ყრილობა დათქმული ვადის იქით გადაეწია. ფეხბურთის ფედერაციაში კი ცდილობენ, წესდების უგულებელყოფით, სათავეში ყოფნის პერიოდი
რამდენიმე თვით გაიხანგრძლივონ.

2015 წლის 22 იანვარს სიჭინავას პრეზიდენტობის 4 წელი უსრულდება... უფრო სწორად, 4 წელი დანიშვნის დღიდან, რადგან ის მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა.

აბსოლუტურად გაუგებარია, სიჭინავა რის საფუძველზე ცდილობს, არჩევნები 2015 წლის შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში დანიშნოს. ამით ის საპრეზიდენტო ვადას 9-10 თვით იხანგრძლივებს", - ამბობს ლორთქიფანიძე.

ამის დასტურად, პარლამენტარმა ფეხბურთის ფედერაციის წესდების 38-ე მუხლის 1 პუნქტი მოიშველია:

"იქ წერია, რომ ყრილობა პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევს. სიჭინავას უფლებამოსილება 2015 წლის 22 იანვარს უმთავრდება, 1000-დღიანი წელი კი არ არსებობს. აშკარაა, რომ ის ფედერაციის წესდებას თავად არღვევს".

ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ საკითხის მოგვარებაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს:

"ქვეყანაში ამ სფეროს პოლიტიკას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განსაზღვრავს. მსურს, მინისტრ ლევან ყიფიანს გულშემატკივრებისა და პირადად ჩემი სახელით მივმართო - დაინტერესდეს, რა მდგომარეობაა სფფ-ში, შექმნას სამუშაო ჯგუფი... გაირკვევა, რომ წესდებას უხეშად არღვევენ და ყრილობა, მაქსიმუმ, იანვარ-თებერვალში უნდა ჩაატარონ.

ეს არ უნდა იქნას აღქმული ფედერაციის საქმეებში ჩარევად. თუ კანონისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფო და სპორტის სამინისტრო ასე არ მოიქცევა, ამჟამინდელი მმართველების ყოფნის ვადა, შეიძლება, უსასრულოდ გაგრძელდეს".

ლორთქიფანიძემ ფეხბურთის ფედერაციას ისტორიული თარიღიც შეახსენა:

"მომავალი წლის 3 თებერვალს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ბორის პაიჭაძის დაბადებიდან 100 წლისთავი სრულდება. ჩემი ინფორმაციით, პაიჭაძის ოჯახს აქამდე არავინ შეხმიანებია - ქართული ფეხბურთისა და მისი ისტორიისადმი ფედერაციის დამოკიდებულება ამაშიც ჩანს.

ამიტომ, მივმართავ მის ხელმძღვანელებს - დაინტერესდნენ ამ თარიღით, 2015 წელი პაიჭაძის წლად გამოაცხადონ და ღონისძიებები დაგეგმონ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 54 /
რა დონის ხელმძღვანელები არ მინახია და მსმენია მათზე მაგრამ ასეთი ურცხვები როგორიც სიჭინავა-არველაძეს დუეტია მართლა არ გამიგია.სირცხვილიაააა
jeko
21:50 13-01-2015
0
როგორც ჩანს ეს გულშემატკივრების გადასწყვეტი საიკითხი გახდა. პირველად უნდა ვთხოვოთ ამ საქმის პროფესიონალებს, როგორ შეიძლება ამ საკითხის იურიდიულად მოგვარება, და შემდეგ თუ საჭირო გახდება ლოკომოტივის სტადინს და ფედერაციის შენობას კიარა ვაკეს აღარ უნდა გავაკაროთ დღევანდელი ფედერაციის წევრები და თანამშრომლების ვინც ამ ძალადობას არ გაემიჯნება.
gizog
17:05 13-01-2015
0

სიახლეები პოპულარული