ქეცბაიამ ცოტა ხნის წინათ თავად გამოთქვა "ჯორდების" გაწვრთნის სურვილი. "ლელო" წერდა, რომ მისი კანდიდატურა ყველაზე პოპულარულია "ნიუკასლის" ქომაგებს შორის. ბუკმეკერები კი ქეცბაიას დანიშვნის შანსებს უკვე 10/1-ზე აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში ქეცბაიამ თვით ზინედინ ზიდანსაც კი გაასწრო.
მოკლედ, თუ "ჯორდთა" შეფობამ ქომაგთა აზრი გაითვალისწინა, მაშინ ქართველებს პრემიერლიგაში ჩვენებური მწვრთნელი გვეყოლება.
საბოლოო გადაწყვეტილება "ნიუკასლის" ბოსმა მაიკ ეშლიმ უნდა
გამორიცხული არც ისაა, "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის პოსტი მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ჯონ კარვერმა შეინარჩუნოს. თუ შაბათს "ჯორდები" პოზიტიურ შედეგს მიაღწევენ "ჩელსისთან" საგარეო მატჩში, ბოსს კარვერის ხელაღებით დათხოვნა გაუჭირდება.
რატომ წავედი?..
ამასობაში, ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებიდან წასვლის მიზეზებზე Sundey Sun-თან ისაუბრა. აი, რა თქვა მან:"თვეზე მეტია, რაც საქართველოს ნაკრები დავტოვე. იქ ბევრი რამ იცვლებოდა, მაგრამ უკეთესობისკენ - არაფერი. ვერ დავრჩებოდი ნაკრებში, რადგან ისეთი რამეები ხდებოდა, რასაც ვერანაირად ვერ დავეთანხმებოდი და მოვიწონებდი.
ამასთან ერთად, მინდოდა, მუდმივად დასაქმებული ვყოფილიყავი კლუბში. ნაკრები 5-6 ოფიციალურ მატჩს თუ ატარებს წელიწადში, მე კი მინდა ყოველდღიური შრომა და მუდმივი კონტაქტი ფეხბურთელებთან".
ქეცბაიას აპოელ-ი უხმობს
ამასობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსდამრიგებლის მთავარ მწვრთნელად ხილვის სურვილი კვიპროსულ აპოელ-ს გასჩენია. კლუბის შეფობამ თანამდებობიდან დაითხოვა გეორგიოს დონისი და მის შემცვლელად, როგორც ამბობენ, სწორედ ქეცბაიას მოიაზრებენ.აპოელ-ი კვიპროსის მოქმედი ჩემპიონია. მიმდინარე სეზონში ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში თამაშიც მოასწრო.
თუ ქეცბაიამ ამ გუნდის გაწვრთნა იუარა, მაშინ აპოელ-ის ხელმძღვანელობა ახალ დამრიგებელს ნიკოს დაბიზასის, მიჩელისა და ლუის მენდილიბარის კანდიდატურებს შორის აირჩევს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"