თემურ ქეცბაიას ორი ვარიანტი - აქეთ "ნიუკასლი", იქით აპოელ-ი

AutoSharing Option
ინგლისური მედიის ინფორმაციით, შაბათს გადაწყდება, ჩაიბარებს თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია პრემიერლიგურ "ნიუკასლს", რომელსაც ახლა საუკეთესო დროება არ უდგას.

ქეცბაიამ ცოტა ხნის წინათ თავად გამოთქვა "ჯორდების" გაწვრთნის სურვილი. "ლელო" წერდა, რომ მისი კანდიდატურა ყველაზე პოპულარულია "ნიუკასლის" ქომაგებს შორის. ბუკმეკერები კი ქეცბაიას დანიშვნის შანსებს უკვე 10/1-ზე აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში ქეცბაიამ თვით ზინედინ ზიდანსაც კი გაასწრო.

მოკლედ, თუ "ჯორდთა" შეფობამ ქომაგთა აზრი გაითვალისწინა, მაშინ ქართველებს პრემიერლიგაში ჩვენებური მწვრთნელი გვეყოლება.

საბოლოო გადაწყვეტილება "ნიუკასლის" ბოსმა მაიკ ეშლიმ უნდა
მიიღოს. ამ დროისთვის, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რემი გარდი, თომას ტუხელი და სტივ მაკლარენიც მოიაზრებიან.

გამორიცხული არც ისაა, "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის პოსტი მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ჯონ კარვერმა შეინარჩუნოს. თუ შაბათს "ჯორდები" პოზიტიურ შედეგს მიაღწევენ "ჩელსისთან" საგარეო მატჩში, ბოსს კარვერის ხელაღებით დათხოვნა გაუჭირდება.

რატომ წავედი?..
ამასობაში, ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებიდან წასვლის მიზეზებზე Sundey Sun-თან ისაუბრა. აი, რა თქვა მან:

"თვეზე მეტია, რაც საქართველოს ნაკრები დავტოვე. იქ ბევრი რამ იცვლებოდა, მაგრამ უკეთესობისკენ - არაფერი. ვერ დავრჩებოდი ნაკრებში, რადგან ისეთი რამეები ხდებოდა, რასაც ვერანაირად ვერ დავეთანხმებოდი და მოვიწონებდი.

ამასთან ერთად, მინდოდა, მუდმივად დასაქმებული ვყოფილიყავი კლუბში. ნაკრები 5-6 ოფიციალურ მატჩს თუ ატარებს წელიწადში, მე კი მინდა ყოველდღიური შრომა და მუდმივი კონტაქტი ფეხბურთელებთან".

ქეცბაიას აპოელ-ი უხმობს
ამასობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსდამრიგებლის მთავარ მწვრთნელად ხილვის სურვილი კვიპროსულ აპოელ-ს გასჩენია. კლუბის შეფობამ თანამდებობიდან დაითხოვა გეორგიოს დონისი და მის შემცვლელად, როგორც ამბობენ, სწორედ ქეცბაიას მოიაზრებენ.

აპოელ-ი კვიპროსის მოქმედი ჩემპიონია. მიმდინარე სეზონში ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში თამაშიც მოასწრო.

თუ ქეცბაიამ ამ გუნდის გაწვრთნა იუარა, მაშინ აპოელ-ის ხელმძღვანელობა ახალ დამრიგებელს ნიკოს დაბიზასის, მიჩელისა და ლუის მენდილიბარის კანდიდატურებს შორის აირჩევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
იმიტოა ტაციაობა რო ლენჩია აბა აბა და ყველაზე ჭკვიანები კიდე საქართველოში ყოფილან გააგებინეთ მსოფლიოს :D
0
ზურა ჭკვიანი ხარ!ეს მოცლილები რის შესახებ წერენ,თვითონვე არ ესმით. ეს ჭორიკანა ვაი ჟურნალისტები ყველაფერს აქოთებენ,ოღონდაც ჯღაბნონ საჯაროდ,უკვე ვიღაცის მიერ *** საქმეებზე,ვითომ სინანულით და არა მომავალში გამოსასწორებელი გზების ძებნით.კაცმა ქოათჩის თანამდებობაზე, თუნდაც თავის დროზე ძლიერმა ფეხბურთელმა, ქართულ ფეხბურთს მინიმუმ ხუთი წლით,ქართული შეტევის სული ჩაუქრო,ნებისმიერი მოწინააღმდეგისადმი შიშნარევი კატენაჩიო ათამაშა ორი ციკლის განმავლობაში, ეს უვარგისი მწერლები კი, ახიაო აი ჯორდებს ჩაიბარებსო აწიო,თავზე ნაცარი დაიყარეთო სფორტშიო ქართველებოო .ბედოვლათი ,უსწავლელი მჯღაბნელები.ანალიზის უნარი რამ დაგიკარგათ !სასარდაფო ყვითელ მეგეზინებად ნუ გახადეთ არაოფერატიულად ინფორმაციის ხალხისთვის საჯაროდ მომწოდებელი ქართული მასმედია, დაგვცინის მსოფლიო, ოფერატიული საღი აზრის მომწოდებელი რეფორტიორები სად გაგვიქრენ?მარტო *** რომ წერენ და ისიც დაგვიანებით და სხვებისაგან გადმობეჭვდებით!ქართული უნივერსიტეტები რამ დაადამბლავა ამგვარ რეფორტერ-ბლუებს რომ ამაგისტრებენ და ასაქმებენ ხალხის კისრებზე და ხალხისვე ანაზღაურებით ამგვარ *** ჟურნალისტებისა ,ქვეყნის უკან უკან სვლით და არა მარტო ჟურნალისტიკაში.
Sebastian CHabal. France.
14:00 08-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული