ბორის პაიჭაძე 100 - ფედერაციამ საიუბილეო საღამო დაგეგმა

AutoSharing Option
წელს, 3 თებერვალს, 100 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქვეყნიერებას ბორის პაიჭაძე მოევლინა - საქართველოს ლეგენდა, ქართული ფეხბურთის დიდი წარმატებების მესაძირკვლე.

ცხადია, ეს არ არის უმნიშვნელო თარიღი. დავინტერესდით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თუ გეგმავს რაიმე ღონისძიებას ამ დღესთან დაკავშირებით და კომენტარისთვის ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს მივმართეთ:

"ბორის პაიჭაძის დაბადებიდან 100 წლისთავი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და, რა თქმა უნდა, ის თავისი მნიშვნელობით სცდება რიგითი დაბადების დღის ფარგლებს.

ბუნებრივია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუშაობს იმაზე, რომ ეს იუბილე ღირსეულად აღინიშნოს. საიუბილეო
ღონისძიების მომზადება ვაჟა ჟვანიას აქვს მინდობილი.

საერთაშორისო ტურნირი? ვფიქრობ, საერთაშორისო ტურნირის ორგანიზება არ მოხერხდება, მაგრამ საიუბილეო საღამოს მოწყობას კი ვაპირებთ", - გვითხრა არველაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული