ბორის პაიჭაძე 100 - როგორ აღინიშნება იუბილე

AutoSharing Option
დღეს, 3 თებერვალს, ქართული ფეხბურთის პირველი ვარსკვლავის, ბორის პაიჭაძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. თბილისის "დინამოს" იმ თაობის ლიდერმა გუნდში 15 წელი ითამაშა და ხალხში უდიდესი სიყვარული დატოვა.

იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა.

საიუბილეო თარიღის აღნიშვნა რუსთავში 13 საათიდან დაიწყება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის მშენებარე კორპუსთან. გაიხსნება მემორიალური დაფა, აკადემიას მიენიჭება ბორის პაიჭაძის სახელი.

ღონისძიებაზე მივლენ ბორის პაიჭაძის ოჯახის წევრები, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის ფეხბურთელები, ფედერაციის ხელმძღვანელობა, ქალაქ რუსთავის მერი...

16 საათზე მოვლენათა ეპი
ცენტრი მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" გადაინაცვლებს. შედგება ჩვენი უფროსი კოლეგის, დემიკო ლოლაძის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ბორის პაიჭაძეს ეძღვნება. ასევე, დაგეგმილია ფოტოგამოფენა.

ლეგენდარული ფეხბურთელის იუბილეს აღნიშნავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროც. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში საიუბილეო საღამო გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული