რა აკავშირებდა ბესიკ ხარძიანს ფეხბურთთან?

AutoSharing Option
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. გავრცელებული ინფორმაციით, მას თავდამსხმელმა საკუთარი სახლის სადარბაზოში რამდენჯერმე ესროლა და თავსა და ფეხში დაჭრა. შედეგად, ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ ბესიკ ხარძიანი ერთ-ერთი პირველი საფეხბურთო ინვესტორი გახლდათ. "ბენდელას თასმა" უმძიმესი პერიოდი მშვიდობიანად რომ გამოიარა და დღემდე მოატანა, ამაში, ძმებ ქართლოს და კახა ჭუმბურიძეებთან ერთად, ბესიკ ხარძიანსაც დიდი წვლილი მიუძღვის.

კომპლექს "კუს ტბის" ყოფილი მეპატრონე ტურნირის პირველი გენერალური სპონსორი გახლდათ, მონაწილეებისთვის ყიდულობდა პრიზებს, წილისყრა კი სწორედ ამ კომპლექსის კაფე-ბარში
ტარდებოდა.

გარდა ამისა, ხარძიანი და მისი პარტნიორი ჯონი გიგანი იყვნენ საფეხბურთო კლუბ "მორკინალის" დამფუძნებლები. შემდეგ ეს კლუბი გურამ რუხაძემ შეიძინა და დღეს უმაღლეს ლიგაში "ვიტ ჯორჯიის" სახელით თამაშობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული