ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს სუპერთასი 2015-ის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლაშა დვალიშვილმა და მოხალისეთა პროგრამის კოორდინატორმა გიორგი ხაჩიძემ.
აპლიკაციების მიღება დაიწყო დღეიდან და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მოხალისეობას შეძლებენ მსურველები 18 წელს ზემოთ. მოთხოვნებიდან განსაკუთრებულად აუცილებელია უცხო ენების ცოდნა. განაცხადის შევსებისას, აპლიკანტები თავად აირჩევენ, თუ რა მიმართულებით სურთ საქმიანობა.
მას შემდეგ კი, რაც აპლიკაციების მიღება შეწყდება და
"ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა. ჩვენს მოხალისეებს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე ელოდებათ" - განაცხადა გიორგი ხაჩიძემ.
მოხალისეთა შერჩევა მათ მიერ შევსებული აპლიკაციების მიხედვით და გასაუბრების საფუძველზე მოხდება. დაინტერესებულმა პირებმა შევსებული აპლიკაციები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფორმით (იხილეთ მიბმული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: volunteers@gff.ge. შერჩეული მოხალისეები შესაბამის მომზადებას გაივლიან.
1-დან 12 აგვისტოს ჩათვლით, 200-მდე მოხალისე აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ დიდი საფეხბურთო მოვლენის ორგანიზებაში.
სუპერთასის გათამაშება 11 აგვისტოს გაიმართება, ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან. თბილისის სუპერთასის, ისევე, როგორც ნებისმიერი მსგავსი მოვლენის მაღალ დონეზე ჩასატარებლად აუცილებელია მოხალისეების ჩართულობა.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით