ბოლოს ის დიდი სიმამაცით ებრძოდა უკურნებელ სენს.
მისი გახსენება ვთხოვეთ მეგობრებს, რომლებიც მომხდარით თავზარდაცემულები არიან.
ლევან ცქიტიშვილი:
"შეძრული ვარ. ასეთი ადამიანები ჩვენ შორის ბევრი არ არის. უღალატო, ვაჟკაცი კაცი იყო. უპატიოსნესი. ისეთი წყნარი, რომ მისგან ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ გაიგებდით. ეს თითოეული ჩვენგანისთვის ტრაგედიაა.
თამამად შემიძლია ვთქვა - კახა იყო ადამიანი, რომელიც
გიორგი დეკანოსიძე:
"ის იყო ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი. ყოველნაირად დადებითი პიროვნება.
ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. ცოტა უფროსი იყო ჩემზე, მაგრამ ერთადაც გვიწევდა თამაშებისთვის მზადება. მაშინ კახა 18-წლამდელთა ნაკრებში იყო, მე კი - ორი წლით პატარებში. გავიდა ცოტა დრო და თსუ-ში ერთად ვითამაშეთ.
რასაც ჰქვია დიდი ტალანტი, სწორედ ის იყო".
რეზო გოცირიძე:
"ძალიან მიჭირს... უახლოესი მეგობარი დავკარგე. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო. ერთად მოვდივართ მთელი ცხოვრება - წავიდა კახა და ისეთი შეგრძნება მაქვს, ყველაფერი წაიღო...
უკეთილშობილესი, ძალიან თბილი იყო. მას დიდი გული ჰქონდა. ყველას დაგვაკლდება, ძალიან დაგვაკლდება"...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"