ხსოვნა: კაცი, რომელიც ყველას უყვარდა...

AutoSharing Option
36 წლის ასაკში გარდაიცვალა კახა ახალაძე - საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი, ვინც ჩვენი ქვეყნის არაერთ გუნდში ითამაშა, ირანშიც გააგორა ბურთი, ბოლოს კი საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრიც იყო...

ბოლოს ის დიდი სიმამაცით ებრძოდა უკურნებელ სენს.

მისი გახსენება ვთხოვეთ მეგობრებს, რომლებიც მომხდარით თავზარდაცემულები არიან.

ლევან ცქიტიშვილი:
"შეძრული ვარ. ასეთი ადამიანები ჩვენ შორის ბევრი არ არის. უღალატო, ვაჟკაცი კაცი იყო. უპატიოსნესი. ისეთი წყნარი, რომ მისგან ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ გაიგებდით. ეს თითოეული ჩვენგანისთვის ტრაგედიაა.

თამამად შემიძლია ვთქვა - კახა იყო ადამიანი, რომელიც
ყველას უყვარდა. საფეხბურთო თვისებებს რაც შეეხება, უნიჭიერესი იყო და გამორჩეული, როგორც ფუტსალში, ისე დიდ ფეხბურთში".

გიორგი დეკანოსიძე:
"ის იყო ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი. ყოველნაირად დადებითი პიროვნება.

ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. ცოტა უფროსი იყო ჩემზე, მაგრამ ერთადაც გვიწევდა თამაშებისთვის მზადება. მაშინ კახა 18-წლამდელთა ნაკრებში იყო, მე კი - ორი წლით პატარებში. გავიდა ცოტა დრო და თსუ-ში ერთად ვითამაშეთ.

რასაც ჰქვია დიდი ტალანტი, სწორედ ის იყო".

რეზო გოცირიძე:
"ძალიან მიჭირს... უახლოესი მეგობარი დავკარგე. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო. ერთად მოვდივართ მთელი ცხოვრება - წავიდა კახა და ისეთი შეგრძნება მაქვს, ყველაფერი წაიღო...

უკეთილშობილესი, ძალიან თბილი იყო. მას დიდი გული ჰქონდა. ყველას დაგვაკლდება, ძალიან დაგვაკლდება"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Koveltvis chven gulebshi iknebi zmao
Kipo
16:03 30-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული