სფფ-ის აღმასკომმა დავით გენძეხაძეს სტადიონზე შესვლა აუკრძალა, "ზესტაფონს" გარიცხვით დაემუქრა

AutoSharing Option
დღეს, 11 მაისს, სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა მორიგ სხდომაზე სერიოზული და პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღო. სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად შეტანილი იყო საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გარიგებულ თამაშებში მონაწილე პირებისა და კლუბების საქმის განხილვა. მსჯელობის შემდეგ აღმასკომი ერთსულოვნად ჩამოყალიბდა შემდეგ გადაწყვეტილებაზე:

აღმასკომმა სრულად გაიზიარა სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფის წინადადება-რეკომენდაცია და ეროვნულ ჩემპიონატში გარიგებულ თამაშებში მონაწილე, ბრალდებული დავით გენძეხაძე საფეხბურთო სამყაროში "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა.

გენძეხაძეს აეკრძალა არა მხოლოდ საფეხბურთო საქმიანობა, არამედ სტადიონზე ყოფნა და ეროვნული ჩემპიონატისა თუ სხვა საერთაშორისო თამაშებზე დასწრება.

აღმასკომის ეს
გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით ეცნობება უეფას შესაბამის სამსახურს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გენძეხაძის შესახებ სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფსაც გააჩნდა დამატებითი მონაცემები და გადაწყვეტილების მიღების მართებულობაც ამით საბუთდება.

მხარე, რომელიც არ დაემორჩილება ამ გადაწყვეტილებას და რაიმე ფორმით ითანამშრომლებს დავით გენძეხაძესთან, ამ მხარის მიმართ გატარდება სადისციპლინო სანქციები.

რაც შეეხება გარიგებულ თამაშებში მონაწილე სხვა პირებსა და საფეხბურთო კლუბებს, აღმასკომის გადაწყვეტილებით, მათ შეუჩერდათ ყოველგვარი უფლებამოსილება ბრალის წაყენების დღიდან - სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ამასთან, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფის მიერ საკითხის მოკვლევის დასრულებამდე.

თუ გარიგებულ თამაშებში მონაწილე პირები, რომლებიც ოფიციალურად დაბარებულნი არიან სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში, ითანამშრომლებენ ფეხბურთის ფედერაციასთან, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფი იხელმძღვანელებს უეფას მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით და გადაიხედება მათ მიმართ დაწესებული სანქციები.

მომდევნო საკითხად დღის წესრიგში შეტანილი იყო საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" არსებული დავალიანებები მისი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის მიმართ. აღმასრულებელ კომიტეტს მიმართა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და ფეხბურთელთა ინტერესების დამცველმა - ბესო აბაშიძემ და მოითხოვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, ფეხბურთელების - შოთა ბაბუნაშვილის, თორნიკე აფციაურისა და მეკარეთა მწვრთნელის - თამაზ ოდიკაძის დავალიანება "ზესტაფონს" ამ დრომდე არ გაუსტუმრებია. შესაბამისად, აღმასკომმა იხელმძღვანელა მოცემული რეალობით და ამ ეტაპზე, "ზესტაფონს" შეუჩერდა სფფ-ის წევრობა დავალიანებების დაფარვამდე.

თუ "ზესტაფონმა" არსებული დავალიანებები ახლაც არ გაისტუმრა, სფფ-ის მორიგ ყრილობაზე დადგება საკითხი სფფ-ის წევრობიდან მისი გარიცხვის შესახებ.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფეხბურთის მტრები!!!
0
რა უსირცხვილოები არიან.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული