რომან ფიფია სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
რომან ფიფია ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რომან ფიფია აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია, რადგან მას ადარდებს ის ყველაფერი, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება.

"გამორიცხული არაფერია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამას ავცდებით – რომან ფიფიას კანდიდატურას ამ პოსტზე, ვინაიდან მე ნამდვილად მაწუხებს ის, რაც ხდება ქართულ ფეხბურთში.

ვერანაირად დავეთანხმები იმას, რაზეც თვალს ვერ დავხუჭავ. ეს არის პირობები, გუნდების რაოდენობა და ეს არის პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ დაიდოს ამ ქვეყანაში, რათა
ფეხბურთი განვითარდეს.

არ ვიცი, გამოუვალი მდგომარეობა თუ იქნება, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ კანდიდატურას, ვინც ჩვენს აზრებს და მიზნებს გაითვალისწინებს", - თქვა ფიფიამ.

ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: ფეხბურთის ფედერაცია ამის გამო პასუხს აგებს

თბილისის "დინამომ" გია გეგუჩაძე წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამის დანიშვნამ არარის გამორიცხული ,რომ მთლად დაღუპოს ფეხბურთი თუ კარგი მრჩეველები არ ეყოლება,დინამოდან ჩანს რომ ამდენიხნის განმავლობაში ცვლის ფეხბურთელებს და მწვრთნელებს,არიცის როგორ მოიქცეს
Nukri
17:05 20-05-2015
0

სიახლეები პოპულარული