ჩვენდა სასიხარულოდ, ამ ტურნირის ახალ სეზონში ქართული გუნდიც ითამაშებს...
გაფართოებული ფორმატი
უეფა ტურნირის ძველ ფორმატს ნაწილობრივ შეინარჩუნებს: ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასული 32 გუნდის ასაკობრივი წარმომადგენლებიც მთავარ ლიგაზე მიბმული კალენდრით გადანაწილდებიან და 8 მსგავს ჯგუფში ითამაშებენ. მაგრამ 2015/16 წლების სეზონიდან იუნიორთა ლიგაში მოხვედრის პარალელური გზაც გაჩნდა:
ასეთი გზით, ამ ლიგაში ევროპის ყველა საუკეთესო ახალგაზრდული გუნდი შეიკრიბება და მონაწილე ქვეყნების გეოგრაფიაც გაიზრდება.
ახალი ფორმატი
გზა ჩემპიონთა ლიგისკენ* 32 გუნდი 4-4-ად 8 ჯგუფში განაწილდება, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგაში
* 1/8-ფინალში ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ
* მეორეადგილოსნები გადათამაშებაში მოხვდებიან
ქვეყნის ჩემპიონების გზა
* 32 ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები იწყებენ პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან (ორი მატჩი: 29-30 სექტემბერი/20-21 ოქტომბერი)
* 16 გამარჯვებული მოხვდება მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში (ორი მატჩი: 3-4 ნოემბერი/24-25 ნოემბერი)
* 8 გამარჯვებული მოხვდება გადათამაშებაში
პლეი ოფის ეტაპი
გადათამაშება
* შემდეგ დამატებული ქვეყნების 8 გამარჯვებული შინ მიიღებს ძირითად ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ 8 გუნდს (ერთი მატჩი).
1/8-ფინალი
* ლიგის ჯგუფური ეტაპის 8 გამარჯვებული გადათამაშებაში გამოვლენილ 8 საუკეთესოს ერთმატჩიან რაუნდში დაუპირისპირდება, რომლის მასპინძელიც წილისყრით გამოვლინდება.
1/4-ფინალი
* ესეც ერთმატჩიანი დაპირისპირება იქნება, სადაც მასპინძელი ასევე წილისყრით დადგინდება.
ნახევარფინალები და ფინალი
* ეს მატჩები ერთ სტადიონზე, მინი-ტურნირის ფორმატში გაიმართება.
ასაკობრივი შეზღუდვა
უეფას აღმასკომმა ახალი ტურნირის ასაკობრივი ზღვარი დააწესა. როგორც ადრე, ფეხბურთელი 19-წლამდელი უნდა იყოს, განაცხადში კი 40 მოთამაშის შეყვანაა შესაძლებელი, საიდანაც სამი - 20 წლის მოთამაშე შეიძლება იყოს.ვინ წარმოადგენს საქართველოს
საბედნიეროდ, იმ 32 ქვეყანას შორის, რომლებიც იუნიორთა ლიგას დაემატებიან, საქართველოც მოხვდა. ეს გუნდი იქნება "საბურთალო", რომელიც შესაბამისი ასაკობრივი (1997-98 წლებში დაბადებული ჭაბუკები) ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.უეფას რეიტინგში საქართველო 34-ე ადგილზე იმყოფება, ამიტომ საინტერესოა, როგორ მოვხვდით 32 საუკეთესოში?
ჩვენი ჩემპიონის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაშვებას პორტუგალიელებსა და ბერძნებს უნდა ვუმადლოდეთ: მოტივად მითითებულია, რომ ორი ადგილი პორტუგალიისა და საბერძნეთის ჩემპიონების ხარჯზე გამოთავისუფლდა, რადგან "პორტუ" და "ოლიმპიაკოსი" მთავარ ჩემპიონთა ლიგაში პირდაპირ დაუშვეს და ჩემპიონობა მათმა 19-წლამდელებმაც მოიპოვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"