სპორტული ჟურნალისტების სოლიდარობა სანდრო ცნობილაძეს

AutoSharing Option
ჩვენ, ქართველი სპორტული ჟურნალისტები, გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი კოლეგის, ორი დღის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული სპორტული კომენტატორის - სანდრო ცნობილაძის მიმართ.

ამასთან, დღეს ჩვენ გავერთიანდით ყველა იმ სპორტული ჟურნალისტის მხარდასაჭერად, რომელთა შრომითი უფლებებიც არაერთხელ და უხეშად დაირღვა.

სამწუხაროა, რომ პროფესიონალიზმი, საქმის ერთგულება და სიყვარული დაუფასებელი რჩება და სპორტული ჟურნალისტების უფლებები ძალზე ხშირად ირღვევა.

დღეს ჩვენი პოზიცია ერთსულოვანი, მკვეთრი და სამართლიანია. ჩვენ ვთხოვთ "საზოგადოებრივ მაუწყებელს", გადაიხედოს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება, რათა სანდრო ცნობილაძეს მიეცეს საშუალება, აკეთოს თავისი საქმე ისევე ერთგულად, როგორც ამას მრავალი წლის
განმავლობაში აკეთებდა. შეცდომისგან არასდროს არავინაა დაზღვეული და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობთ, მათ რადიკალურად მკაცრი გადაწყვეტილება მიიღეს.

ჩვენ ბევრი შეკითხვა გვაქვს ამ და სხვა იმ ფაქტებთან დაკავშირებით, როცა ჩვენი კოლეგები სამსახურის გარეშე დარჩნენ და ვიმედოვნებთ, მათზე რეალურ პასუხებს მივიღებთ.

დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენი შრომითი უფლებების დაცვა არის პრიორიტეტული და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი და ჩვენი კოლეგების კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევის ნება არავის მივცეთ. ქართველი სპორტული ჟურნალისტები ვიქნებით სამაგალითოდ სოლიდარულები.

ასევე იხილეთ:
სანდრო ცნობილაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" დაითხოვეს
მკითხველის კომენტარები / 11 /
თქვენც ცნობილაძესავით .. ხართ და ამიტომ უჭერთ მხარს, აგეწვათ კუდები...ქართული თქვენ არ იცით და მეტყველება არ გივარგათ და რა გინდათ საერთოდ...
status quo
21:01 13-06-2015
2
ფაქტი ცუდია საკმაოდ არავინ არ მინდა რომ სამსახური დატოვოს, თუმცა სანდროს წაყვანილი მატჩები ვისაც უნახავს არამგონია 95% მოცონდეს ვფიქრობ რომ კომენტატორ უბრალოდ დიქცია და გადმოცემის უნარი მაინც უნდა ქოდეს კარგი ობოლაძეც ბევრს ურევს ტუმცა არ იძახის რაღაც გაურკვეველ ბგერებს, და მთავარი ,,შეიძლება" შეგეშალოს ზესტაფონი და დინამოს ფერხბურთელები მაგრამ არა ნაკრების ... ჩემი აზრია ეს უბრალოდ
sandro
17:14 12-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული