რომან ფიფია: მზად ვართ, უსახლკაროდ დარჩენილებს საცხოვრებელი ფართი შევუძინოთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფია დაზარალებულთათვის საცხოვრებელ ფართს შეიძენს. ამის შესახებ ბიზნესმენი განცხადებაში იუწყება, რომელსაც Ambebi.ge აქვეყნებს.

"დღეს გლოვის დღეა საქართველოში! მთელი გულით ვუსამძიმრებ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი. მხოლოდ ერთად დგომა და ერთმანეთის დახმარება დაგვაძლევინებს ამ სირთულეებს.

ჩვენი, ყველას მოქალაქეობრივი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ჩვენ მზად ვართ, უსახლკაროდ დარჩენილ რამდენიმე ოჯახს შევუძინოთ საცხოვრებელი ფართი, ხოლო წითელი ჯვრის მეშვეობით გავუწიოთ დახმარება.

ჩვენი, ყველას მოქალაქეობრივი ვალია სოციალური პასუხისმგებლობის მაქსიმალური გამოვლინება, რაც უბრალოდ ნიშნავს
თანადგომას", - ნათქვამია ფიფიას განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გნერტმა გაგახაროტ და გაგაზლიეროტ
bashuki
07:57 16-06-2015
0
ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ გაიხარეთ
michael
04:05 16-06-2015
0

სიახლეები პოპულარული