ზვიად სიჭინავა: ფედერაციას გეგმა "ბ" არ აქვს, უეფას პოზიცია 2 საათში გვეცოდინება

AutoSharing Option
"გამორიცხულია, რომ Biletebi.ge-სთან კონტრაქტი გაუქმდეს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა.

მისი თქმით, კონტრაქტი არ ითვალისწინებს შერჩეული კომპანიის შეცვლას, თუმცა ითვალისწინებს პრობლემების აღმოფხვრას.

როგორც სიჭინავა აცხადებს, უეფა-ს პოზიცია სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დაახლოებით ორ საათში გახდება ცნობილი.

"მთელი ღამის განმავლობაში გვქონდა Biletebi.ge-სთან კონტაქტი. გვარწმუნებდნენ, რამდენიმე წუთში ჩაირთვებოდა საიტი. ბოლოს ველაპარაკეთ დილის 07:00 საათზე და გვითხრეს, რომ პრობლემა ვერ მოგვარდა.

უეფა-ში ამ დროისთვის სამუშაო საათები არ
დაწყებულა. სულ ცოტა ხანში გვექნება კიდევ ერთი კავშირი და დაახლოებით ორ საათში გვეცოდინება უეფა-ს პოზიცია", - განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, უეფა-სა და Biletebi.ge-ს შორის გაფორმებულ კონტრაქტში წერია, რომ კომპანიამ, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ბილეთების გაყიდვა, უნდა უზრუნველყოს და ყველაფერი გააკეთოს ამისთვის.

"ეს არის უეფა-ს არჩეული და შესაბამისად, კონტრაქტორი კომპანია. გამორიცხულია, Biletebi.ge-ს გაუუქმდეს კონტრაქტი. კონტრაქტი კომპანიის ცვლილებას ან რაიმე ჯარიმას არ ითვალისწინებს. ასევე წარმოუდგენელია თვენახევრით ადრე ახალი კონტრაქტორის ძიება.

Biletebi.ge-ს შერჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უეფა-ს მიერ არის მიღებული. ჩვენ, ჩვენი მხრივ, Biletebi.ge-ს ყოველთვის ვეუბნებოდით და ვეკითხებოდით, თუ ჰქონდათ წარმოდგენილი, რამდენი ადამიანი შევა საიტზე ერთდროულად და მოახდენენ თუ არა ამის უზრუნველყოფას. მათგან კი მხოლოდ დადებით პასუხს ვიღებდით", - განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, ფედერაციას გეგმა "ბ" ვარიანტი არ აქვს, რადგან ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ უეფა იღებს.

ამასთან, ფეხბურთის ფედერაციაში ელოდებიან Biletebi.ge-ს წარმომადგენელს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

საიტზე არსებული ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ისეთი უხეიროები ვართ ელემენტარული ბილეთების გაყიდვასაც ვერ ვახერხებთ და ეს არის პრობლემა... ვაი
nanka
14:19 23-06-2015
0
ეს ისეთივე საორგანიზაციო საკითხია როგორც მაგალითად სტუმრების დახვედრა და ა.შ., ამიტომ ფედერაციის მხრიდან ამ ყველაფერზე ოლიმპიური სიმშვიდით ყურება ცოტა არ იყოს სირაქლემას პოზაში დგომას გავს.
დავით
12:28 23-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული