კახა კაჭარავა: ამ ეტაპზე მოუგებელი გუნდი არ არსებობს

AutoSharing Option
საინტერესოა, რას ფიქრობენ ევროტურნირებში მონაწილე ქართული გუნდების მწვრთნელები მეტოქეებზე, რომლებიც 22 ივნისს ჩატარებული წილისყრის შემდეგ გაირკვა.


"ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა:

"რუმინეთის ყველა ასაკის ნაკრებები და კლუბები საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობენ. ორი წლის წინათ "დინამო" "სტიაუას" შეხვდა და გამოჩნდა, რომ მათი საკლუბო ფეხბურთო საკმაოდ წინაა. აქედან გამომდინარე, სუსტი მეტოქე არ გვეყოლება.

იმასაც ვერ ვიტყვი, რომ მასზე სასურველი მეტოქეები არ გვეგულებოდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, მე-8 ადგილზე
მყოფმა "ბოტოშანმა" როგორ მოიპოვა ევროპალიგის საგზური: მის წინ მყოფ ოთხ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ლიცენზია ვერ მიიღო. ასე რომ, საშუალო დონის გუნდი უნდა იყოს.

"ბოტოშანმა" ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა, საიდანაც ერთი მოიგო, ერთიც წააგო. მაგრამ ჯერ მეტოქეზე სრულყოფილი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. რუმინელების თამაშზე ჩვენს მწვრთნელს გავაგზავნით და წარმოდგენა შეგვექმნება.

სადავო არაა, რომ პირველი ეტაპის გადალახვას ისინი ჩვენსავით შეეცდებიან, მაგრამ ამ კვალიფიკაციაში მოუგებელი გუნდი არ არსებობს და საკუთარი თავის წარმოჩენას შევეცდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული