biletebi.ge: ველოდებით UEFA-ს გადაწყვეტილებას და მითითებებს

AutoSharing Option
23 ივნისს biletebi.ge-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ამასთან დაკავშირებით biletebi.ge-მ განცხადება "ფეისბუქზე" გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"დღეს გაიმართა შეხვედრა GFF-ში, სადაც ვეძებთ ალტერნატიულ გზებს, თუ როგორ უნდა მოხდეს გულშემატკივრების მიერ ბილეთების შეძენა.

ველოდებით UEFA-ს გადაწყვეტილებას და მითითებებს, რის შესახებაც დღის განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მომხმარებლების უპრეცედენტოდ დიდი ნაკადი დაფიქსირდა ჩვენს სერვერულ მოწყობილობებზე, რისი განახლების შემდეგაც ვერ მოხერხდა მომსახურების გაწევა.

ასევე გაცნობებთ, რომ დამატებით ბილეთების გაყიდვა არ მომხდარა,
ყველა ბილეთი ინახება სისტემაში.

biletebi.ge, თავის მხრივ, ბოდიშს უხდის გულშემატკივრებს და არ გაურბის პასუხისმგებლობას".

შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბილეთების შეძენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

"ბარსელონასა" და "სევილიას" შორის მატჩი 11 აგვისტოს, თბილისში, "დინამო არენაზე", 22:45 საათზე გაიმართება.

საიტზე არსებული ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მსოფლიო დონის სირცხვილი!!!!!!!!!! ეს არის საქართველოს საბოტაჟი!!!!!! გვიან არის უკვე, მაგრამ ეხლა მაინც გამოფხიზლდეს მთავრობა!!!!!!! თქვენ შეგეხებათ ეს პირველ რიგში და არა კრიმინალურ ფედერაცას და მათ "შარაშკინა კანტორას"
დათო
16:45 23-06-2015
0
პასუხი აგოს დამნაშავემ.დაადგინონ გამიზნული ხომ არ იყო გაუგებრობის შექმნა,45 ათასი ევრო კარგი იყო?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული