მისი თქმით, შესაბამისად, მომდევნო 48 საათის განმავლობაში სუპერთასის ბილეთები არ გაიყიდება.
სიჭინავას განმარტებით, 25 ივნისს, 17:30 საათზე იქნება მორიგი კონსულტაცია უეფასთან, რომლის დროსაც შეფასდება, აღმოფხვრა თუ არა Biletebi.ge-მ პრობლემები.
სიჭინავას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემები ვერ აღმოიფხვრა, ფედერაცია და უეფა გადავლენ გეგმა "ბე"-ზე, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი ამ დროისთვის არ საუბრობს, თუ რას ითვალისწინებს გეგმა "ბე".
სიჭინავას თქმით, Biletebi.ge-ს პრობლემის აღმოფხვრაში უეფას მიერ შეთავაზებული