"სასწრაფოდ მოუხადონ გულშემატკივარს ბოდიში და დანიშნონ არჩევნები!"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში, თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ეროვნულ ნაკრებში ჯაბა კანკავასა და ბუბა დაუშვილის დისკვალიფიკაციების სკანდალურ თემას ეხმიანება.

შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელებს სანაკრებო მატჩები შეცდომით გამოატოვებინეს - უეფას წესის თანახმად, ისინი დისკვალიფიცირებულნი არ იყვნენ.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დაუდევრობის გამო სრულიად უსაფუძვლოდ გამოატოვებინა შესარჩევი მატჩები.

თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ აქვს ფედერაციის ხელმძღვანელობას არანაირი მორალური უფლება, დარჩეს ქართული
ფეხბურთის სათავეში.

ისინი ვალდებულნი არიან, გულშემატკივარს მოუხადონ ბოდიში და სასწრაფოდ დანიშნონ არჩევნები, რათა ცივილური ფორმით ჩამოშორდნენ იმ საქმეს, რომლის კეთების არც კომპეტენცია და არც პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ!" - აცხადებს ლევან კობიაშვილი.

ასევე იხილეთ:
კანკავას მსგავსად, ნაკრების ერთი მატჩი ბუბა დაუშვილმაც ტყუილად გამოტოვა
სკანდალი: კაპიტანმა ჯაბა კანკავამ პოლონეთთან მატჩი ტყუილად გამოტოვა
მკითხველის კომენტარები / 12 /
ქართულ ფეხბურთში არაფერი იცვლება იმიტომ რომ ეს სფერო არის ისევ ძველი, კორუმპირებული თაობის ხელში. როგორც სააკაშვილმა გაყარა მექრთამე გაიშნიკები, ისე ეს კორუმპირებულები უნდა დაიჭირო ზოგი და ზოგიც გაყარო. ამ მედროვეებს ფეხბურთელების მთელი ახალი თაობა ყავთ მძევლად აყვანილი და რასაც უნდათ იმას აკეთებენ. ყაველაშვილი თავადვე აღნიშნავს რომ ქართულ საფეხბურთო წრეებში მას ცოტა თანამოაზრე ყავს. არჩევნებში სუბიექტებს ისე მოიხმარენ სფფ-ს მედროვეები როგორც მელა საკუთარ კუდს. ხმას მისცემენ ისევ საკუთარ კაცს ოქტომბერში და გვექნება იგივე სამოთხე ახლო მომავალში. როგორც ჩანს ქართველი გულშემატკივარი იმსახურებს ამ ჭაობს რადგან ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გამოუთქვამს პროტესტი არსებულ განუკითხაობაზე. არც ხელისუფლება იჩენს ინიციატივას. ვითომ დაიჭერენ ლიფსიტა ფეხბურთელებს გარიგებულ თამაშებზე და რამდენიმე თვეში ისევ გამოუშვებენ. იგივე ფეხბურთელები ფეხბურთში ბრუნდებიან და იგივეს აგრძელებენ. ბობოლები კი მყუდროდ არიან მოკალათებულები თბილ სავარძლებში. ამასობაში ზარალდება საზოგადოება, ახალი თაობა, ჩვენი ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების წესი და ქართული ფეხბურთი. ყაველაშვილი კარგი კანდიდატია მაგრამ ის ძალიან წესიერი, თავაზიანი და ლმობიერი არის. ქართველები არ ვუსმენთ ასეთ ადამიანებს.
უძლევი
02:59 25-06-2015
0
გადადექით დროზე თქვე უნამუსოებო და შეუშვით ფედერაციაში პროფესიონალები რომლებიც საბედნიეროდ ჯერ კიდევ არიან.
ნოდარი
10:34 25-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული