უეფამ გადაწყვიტა - ბილეთები ქართველებისთვის ცალკე გაიყიდება

AutoSharing Option
სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

უეფას სუპერთასის ბილეთები ქართველებისთვის და უცხოელებისთვის ცალ-ცალკე გაიყიდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეკა ელოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის განისაზღვრა 24 000 ბილეთი, ხოლო უცხოელებისთვის 6000, რომელიც ცალ-ცალკე გაიყიდება. შესაბამისად, აღნიშნული 30 000 ბილეთი ერთად აღარ გაიყიდება.

როგორც ელოშვილმა განმარტა, სავარაუდოდ, ქართველი გულშემატკივრებისთვის ბილეთებს ისევ Biletebi.ge გაყიდის, ხოლო უცხოელებისთვის განსაზღვრული ბილეთების გაყიდვაზე გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს.

"უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართველი გულშემატკივრისთვის და
უცხოელი გულშემატკივრისთვის ბილეთები ერთიანად აღარ გაიყიდება. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაზღვრული 24 000 ბილეთი ცალკე გაიყიდება, ხოლო უცხოელებისთვის განსაზღვრული 6 000 - ცალკე.

26 ივნისს, დილით, ფეხბურთის ფედერაციამ უეფაში უნდა გადააგზავნოს კომუნიკაციის სტრატეგია, სადაც ფედერაცია და Biletebi.ge დეტალურად გაწერს კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებს.

ასევე, Biletebi.ge-ს ევალება, უპასუხოს იმ კითხვებს, რომლებიც ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით უეფას ისევ აქვს", - განაცხადა ელოშვილმა.

მისივე თქმით, ამ კომუნიკაციის სტრატეგიის გაგზავნის შემდეგ და უეფას მიერ დასმული კითხვების პასუხის გაცემის შემდეგ დაიწყება ბილეთების გაყიდვა. ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის დაიწყება ეს პროცესი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
danarcheni ateulobit atasi bileti ucxoplanetelebze iyideba?????
aleqsandre
01:52 26-06-2015
0
დანარცჰენი ბილეტები 5000/5000 მიაკვტ კლუბებს .დანარჩენი 10 მიაკ უეფას სპონსორები სტუმრები ფედერაციები და პარტნიორები+ფიფა
bachi
20:46 25-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული