footboom.com: გორის "დილას" ჩემპიონთა ლიგაში უკრაინელი მეკარე დაეხმარება

AutoSharing Option
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის "დინამოს" მეკარე ოლეკსი შევჩენკო ახალ სეზონის გორის "დილაში" დაიწყებს. 23 წლის მეკარემ საქართველოს ჩემპიონებთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა და გუნდს ჩემიონთა ლიგაში დაეხმარება, - იუწყება footboom.com.

შევჩენკო, რომელზეც სატრანსფერო უფლებებს კიევის "დინამო" ფლობს, ბოლოს იჯარით ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა.

"დინამოს" მეკარე ალექსეი შევჩენკო საქართველოში, უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ მიდის. ქუთაისში თამაშის შემდეგ ის იჯარით "დილაში" გადადის, რომელიც ქვეყნის ჩემპიონია. შესაბამისად, ეს ჩემპიონთა ლიგაში თამაშს ნიშნავს! სულ მალე "პარტიზანთან" ექნებათ მატჩი. შევა, მჯერა, შენ შეძლებ დაამტკიცო, რა შეგიძლია!", -
დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელის აგენტმა ვადიმ შაბლიმ.

"დილა" ამჟამად თურქულ შეკრებაზეა, უკრაინელი ახალწვეულის შესახებ კი კლუბს განცხადება აქამდე არ გაუკეთებია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არის ასრულდა ოცნება,ნავალოვსკი,პაპავა, და შევჩენკო,დაემატნენ დილას, და ივარჯიშეს უკვე...წარმატებები ბიჭებს,გენაცვალეთ.....
dilaaa maradjaaams
12:01 28-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული