მაგომედ მირზაბეკოვი: მოგება თბილისშიც შეგვიძლია და აზერბაიჯანშიც

AutoSharing Option
ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე "გაბალას" ნახევარმცველმა მაგომედ მირზაბეკოვმა განაცხადა, რომ მეტოქეს აფასებს.

"დინამო" "გაბალას" 2 ივლისს უმასპინძლებს, სტუმრად კი 9 ივლისს დაუპირისპირდება.


"ჩვენ დრო გვჭირდება საიმისოდ, რომ ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. "დინამოს" ვაფასებ, თუმცა მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. ქართულ გუნდებთან მითამაშია, "დინამოსთან" კი - არა.

როგორც ვიცი, ახალგაზრდული გუნდია, მაგრამ ევროპალიგაზე მასთან თამაში არ იქნება იოლი. ჩემი აზრით, გამარჯვება შეგვიძლია როგორც თბილისურ, ისე აზერბაიჯანულ შეხვედრაში", - ასე
სჯერა 25 წლის მირზაბეკოვს.

იმედია, "დინამო" მას საპირისპიროს დაუმტკიცებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
გეგუჩას საერთოდ მოუგია აზრებისთვის?
garoxa
15:38 30-06-2015
0
სამწუხაროდ დინამომ ერთი სერიოზული ტრანსფერიც ვერ განახორციელა, გუნდი ახალგაზრდულია გამოუცდელი ასე რომ მირზაბეკოვის თვითდარწმუნება მთლად საფუძველსმოკლებული არ არის.

ღმერთმა ქნას ჭკუა გვესწავლებინოს აზერებისთვის... ყველანი სტადიონზე!!!
qomagi.
17:11 30-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული