მიხეილ ყაველაშვილი: ამაშიც BILETEBI.GE არის დამნაშავე?! სფფ შუაში კი არა - თავშია!

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა kvirispalitra.ge-ს ინტერვიუ მისცა, სადაც უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

ყაველაშვილის აზრით, ყველაფერში დამნაშავე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა.

"გულშემატკივართა უმეტესობა ძალიან გაღიზიანებული და უკმაყოფილოა და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ასეთივე ინტერესს სხვა დროსაც რომ ვიჩენდეთ სფფ-ის საქმიანობის მიმართ, ამ ვითარებაში არ აღმოვჩნდებოდით. შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს - რა შუაშია ფეხბურთის ფედერაციაო, მაგრამ ჩემი აზრით, შუაში კი არა - თავშია!

როცა სფფ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ფედერაციას თავად შეეძლო ბილეთების ონლაინ-გაყიდვა, მაგრამ უეფას წარმომადგენელმა
არჩევანი მაინც 6-წლიანი გამოცდილების მქონე BILETEBI.GE-ზე შეაჩერა, ეს თავის მართლებას ჰგავს!

მან აარჩია, მაგრამ შენ უნდა შესთავაზო, ინფორმაცია მიაწოდო...

კი ბატონო, წლებია, ეს საიტი ბილეთებს ყიდის, მაგრამ ასეთი რაოდენობის და მოთხოვნის ბილეთები არასდროს გაუყიდია და წინასწარ ხომ უნდა ეფიქრათ, რომ ასეთ შემოტევას ვერ გაუძლებდნენ?!

აქ მხოლოდ სუპერთასის ორგანიზებაზე არ არის ლაპარაკი, გერმანიასთან მატჩზეც ბევრი პრობლემა შეიქმნა - გაურკვეველი ბილეთები და ადგილები, უსაფრთხოება, მოუმზადებელი სტიუარდები, მოედანზე შევარდნილი შვიდი ადამიანი და ა.შ.

როგორც აღმოჩნდა, ნაკრების კაპიტანმა ტყუილუბრალოდ გამოტოვა პოლონეთთან მატჩი. ამაშიც BILETEBI.GE არის დამნაშავე?!

გარიგებული მატჩები ეროვნულ ჩემპიონატში, კორუფცია, მსაჯების სკანდალი - ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება, მაგრამ ასეთი რაღაცები არ გვაინტერესებს, სამაგიეროდ, გვაინტერესებს "ბარსელონა"-"სევილიას" მატჩი..."

ესაუბრა რატი შელეგია
იხილეთ ინტერვიუ სრულად
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოგვაშორეთ სიჭინავა–არველაძე!!!
ირაკლი
02 ივლისი 2015 11:04
0
და ამას ჰგონია თვითონ ტუ მივა სათავეში რამეს გამოასწორებს? კლუბების თავკაცებს და მწვრთნელებს გააკონტროლებს? კარგით რაა!
Gela
01 ივლისი 2015 23:00
0
და ამას ჰგონია თვითონ რომ მივა სათავეში რამეს გამოასწორებს? კლუბებს, მათ თავკაცებს და მწვრთნელებს გააკონტროლებს? კარგით რაა!!
გელა
01 ივლისი 2015 22:55
0
ქართულ ფეხბურთს ყავს ხელმძღვანელობა, რომელიც ყველა წარმატებასა, თუ წარუმატებლობაზე პასუხისმგებელია. ამიტომ ნება იბოძონ და აიღონ პასუხისმგებლობა იმ სირცხვილზე, რაც ბილეთებთან დაკავშირებით ხდება! გულშემატკივარს რაც შეეხება, ყოველთვის ასე უდიერად მოგვექცევიან, ვიდრე მატ პასუხს არ მოვთხოვთ ტავიანტ ნამოქმედარზე
b.b
01 ივლისი 2015 17:27
0
ბილეთების სკანდალი მალე დაგვავიწყდება, მაგრამ ფედერაციაში ფიფა-ს და უეფა_ს წესები რომ არ იციან ეს ხომ მაგარია?. სამაგიეროდ კარგად იციან შავი ბუღალტერია.
ნოდარი
01 ივლისი 2015 16:03
0
ყაველ იმ დღეს ტელეიმედში, არველაძესთან რატომ მიჩმორდი?
beko
01 ივლისი 2015 16:03
0
ხოდა ყველას და ყველაფერს ღიად დაერქვას ტავისი სახელი
dato
01 ივლისი 2015 15:46
0
კაროჩე ესეც კაი დემაგოგია რა... სამწუხაროდ ყველა სფეროში ყველა ყველაფერს კადრულობს წინასაარჩევნოდ. მოკლედ მიზანი ამართლებს საშუალებას. ფედერაციას თავისი ცოდვები ეყოფა აქ მართლა არაფერ შუაშია. ავტორიტეტი კიდე სხვისი ლანძღვით კი არა შენი საქმით უნდა გაიკეთო... ამოვიდა ყელში ამდენი ლაყაფისტი და და დემაგოგი.... მოლაყბეებმა ...
irakli apkhaidze
01 ივლისი 2015 15:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული