პირველ ტაიმში მეტოქემ ორჯერ აიღო საქართველოს ჩემპიონის კარი და ორჯერვე - თავური დარტყმებით. ტაიმის ბოლოს გატანის მშვენიერი შანსი ჰქონდა ოთარ მარცვალაძეს, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.
დაიწყო მეორე ტაიმი და "დილაც" გააქტიურდა. დავით ხურცილავას პასით მათე კვირკვიამ სხვაობა შეამცირა, 71-ე წუთზე კი უკრაინელთა მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და დაინიშნა პენალტი, რომელიც ლუკა რაზმაძემ გამოიყენა - 2:2.
გამარჯვების გოლი კი კვლავ კვირკვიამ შეაგდო - მან ტანმაღალ
აქვე ვთქვათ, რომ ამ გუნდის რიგებში ითამაშა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ.
დილა: შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე, პაპავა, კვირკველია, ნავალოვსკი, გვალია, რაზმაძე, ძარია, მარცვალაძე, მაშუკოვი; შეცვლაზე შევიდნენ: ქარქუზაშვილი, კვირკვია, ერისთავი, ფალავანდიშვილი, ღონღაძე, ილურიძე.
2 ივლისს უჩა სოსიაშვილის გუნდი ერთხელაც გაეჯიბრება "ვოლინს". შეხვედრა ჩვენი დროით 12:00 საათზე დაიწყება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"