დილა-ვოლინი 3:2 - შემოტრიალება

AutoSharing Option
გორის "დილამ" თურქულ შეკრებაზე პირველი სპარინგი გამართა და უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ ლუცკის "ვოლინს" 3:2 მოუგო.

პირველ ტაიმში მეტოქემ ორჯერ აიღო საქართველოს ჩემპიონის კარი და ორჯერვე - თავური დარტყმებით. ტაიმის ბოლოს გატანის მშვენიერი შანსი ჰქონდა ოთარ მარცვალაძეს, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.

დაიწყო მეორე ტაიმი და "დილაც" გააქტიურდა. დავით ხურცილავას პასით მათე კვირკვიამ სხვაობა შეამცირა, 71-ე წუთზე კი უკრაინელთა მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და დაინიშნა პენალტი, რომელიც ლუკა რაზმაძემ გამოიყენა - 2:2.

გამარჯვების გოლი კი კვლავ კვირკვიამ შეაგდო - მან ტანმაღალ
უკრაინელ მცველებს შორის მოიხელთა ბურთი და საგოლედ დაარტყა.

აქვე ვთქვათ, რომ ამ გუნდის რიგებში ითამაშა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ.

დილა: შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე, პაპავა, კვირკველია, ნავალოვსკი, გვალია, რაზმაძე, ძარია, მარცვალაძე, მაშუკოვი; შეცვლაზე შევიდნენ: ქარქუზაშვილი, კვირკვია, ერისთავი, ფალავანდიშვილი, ღონღაძე, ილურიძე.

2 ივლისს უჩა სოსიაშვილის გუნდი ერთხელაც გაეჯიბრება "ვოლინს". შეხვედრა ჩვენი დროით 12:00 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხოო გუშინ მეც როვნახე წაგება ეწერა დილას 1-2,მერე ჩავრტე და დილას სასარგებლოდ 3-2
Nukri
15:51 02-07-2015
0
გოლები სადა????
givi
14:50 02-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული