თურქულ შეკრებაზე გორის "დილას" და ლუცკის "ვოლინის" მეორე სპარინგი არ შედგა

AutoSharing Option
დღეს, 2 ივლისს, თურქეთში დაგეგმილი ამხანაგური მატჩი, რომელშიც გორის "დილა" ლუცკის "ვოლინს" უნდა შეხვედროდა, თამაშზე უკრაინული მხარის უარის თქმის გამო აღარ გაიმართა.

უჩა სოსიაშვილის გუნდი "ვოლინს" საკონტროლო მატჩში 1-ელ ივლისს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა (იხილეთ ვრცლად). გუნდები კიდევ ერთხელ თამაშს დღეს აპირებდნენ.

თურქულ შეკრებაზე მყოფი გორის "დილა" მომდევნო სპარინგ-მატჩს 4 ივლისს, თურქეთის უმაღლესი ლიგის "გაზიანთეფსფორთან" გამართავს.

შეგახსენებთ, რომ გორის "დილა" წელს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ბელგრადის "პარტიზანი" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კუდღლებიიი .მიდი დილა მიაწქიიი... ანტეპს მოუგოთ კიდე და ეგაა
gori
15:38 02-07-2015
0
აა ესაა ალბათ 2:1 რომ უნდა წაგვეგო
bb121
14:43 02-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული