რომან გრიგორჩუკი: კაცნაკლულმა "დინამომ" უკეთესად ითამაშა, ვიდრე ჩვენ

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალას" მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა თბილისის "დინამოსთან" (1:2) ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.


"პირველ რიგში, გილოცავთ სპორტულ ჟურნალისტთა დღეს.

"გაბალასგან" უკეთეს თამაშს ველოდი. მოედანზე სახეშეცვლილი გუნდი გავიდა, მაგრამ მაინც უკეთესად უნდა გვეთამაშა.

პირველ ტაიმში კი ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ბევრს ვნერვიულობდით. პირველ 20 წუთში ბევრი ენერგია დავხარჯეთ. ეს ენერგია, ალბათ, სამ თამაშს ეყოფოდა.

დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი მომავალში უკეთესი გახდება.

სამწუხაროდ, სახიფათო მომენტები ვერ გამოვიყენეთ. არადა, გვქონდა რამდენიმე გოლის გატანის
საშუალება.

ჩვენს კარში გოლები კი კონტრშეტევებით გავიდა, რაც ჩვენი ინდივიდუალური შეცდომების ბრალია. კაცნაკლულმა "დინამომ" უკეთესად ითამაშა, ვიდრე ჩვენ", - განაცხადა გრიგორჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 9 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავთ ყველას აი რა შეუძლია თავდადებას და ბრძოლას და მოედანზე დაწყებამდე არ უნდა აგებდე თამაშს რაც გვჭირდა ბოლო 20 წელი ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ცხინვალის თამაში იყო ის ბოლო 20 წლის ანალოგი შედეგის მიუხედავად ხოლო დინამოები მომავლის გუნდებია და აწმყოც კარგი აქვთ ბევრი შრომა საქმისადმი სიყვარული და ერთად დგომა აუცილებლად მოიტანს სასურველ შედეგს.
კახა
23:52 02-07-2015
0
ვულოცავ დინამოს სულ წარმატებები ორმაგად სასიხარულო იყო 10 კაცით გამარჯვება პაპუნაშვილი ტუ გვარი არ მეშლება უბრალოდ ბრწყივალე იყო...
კომენტარი
23:29 02-07-2015
0

სიახლეები პოპულარული