21:54 02-07-2015
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "გაბალა" მაინც დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
"დინამო არენაზე" ჩატარებული შეხვედრის პირველი ტაიმი არაერთგვაროვანი გამოვიდა. მე-40 წუთამდე ტერიტორიული და სათამაშო უპარატესობა მასპინძელთა მხარეს იყო და რამდენიმე ეპიზოდში, გიორგი ქვილითაიას, ვახტანგ ჭანტურიშვილისა და ჯაბა ჯიღაურის ეფექტური თამაშის წყალობით, დინამოელები ანგარიშის გახსნასთანაც ახლოს იყვნენ.
თუმცა, ყველაზე გამოსარჩევი მაინც 37-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილის მომენტი იყო, რომლის შორი მანძილიდან დარტყმის შემდეგ "გაბალას" კარი ძელმა იხსნა.
სამაგიეროდ, ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე "დინამოს" მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკას მიეცა სანერვიულო. დინამოელებმა ბურთი მეტოქეს დაუთმეს, "გაბალას" ფეხბურთელებმა კი ზედიზედ სამჯერ აშკარა საგოლე მომენტით ვერ ისარგებლეს.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც შეხვედრის არბიტრმა როი რაინშრაიბერმა "დინამო" მოედანზე 10 კაცით დატოვა. 51-ე წუთზე, მოედნის ცენტრში მეტოქეზე უხეშობის გამო წითელი ბარათი გიორგი გველესიანს აუფრიალა.
აქედან 2 წუთში სტუმრებმა გოლიც გაიტანეს, თუმცა წესების დარღვევით და არ ჩაითვალა...
გია გეგუჩაძემ დინამოელთა რიგებში ცვლილება განახორციელა - ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე რენე ფერეირა, გიორგი ქვილითაიას ნაცვლად კი ალექსანდრე იაშვილი შემოუშვა და ამით მთლიანად შეცვალა სურათი.
მასპინძლებმა რამდენიმეწუთიანი შტურმი მოუწყვეს "გაბალას", ერთ-ერთი იერიში კი გატანილი გოლით დასრულდა. 65-ე წუთზე პაპუნაშვილის გამჭოლი პასით მეკარის პირისპირ იაშვილი და ჯიღაური დარჩნენ. საბოლოო დარტყმაც ამ უკანასკნელმა ზუსტად შეასრულა - 1:0.
გოლიდან ერთ წუთში უკვე "იაშკა" ურტყამდა ძლიერად, თუმცა სტუმრები გადარჩნენ...
74-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა - ჯავით ჰუსეინოვმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით "გაბალას" ისტორიაში ევროთასებზე პირველი გოლი გაიტანა - 1:1.
78-ე წუთზე უკვე "გაბალა" გადარჩა გაშვებულ გოლს - მათე ცინცაძის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შედეგად ბურთი სტუმართა კარის ხარიხას მოხვდა.
84-ე წუთზე მოხდა ის, რამაც "დინამო არენა" "ააფეთქა" - ჰრდლიჩკამ საკუთარი კარიდან მძლავრად დაარტყა წინ, ბურთს თავი შეცვლაზე შემოსულმა ლაშა პარუნაშვილმა შეაგება და პაპუნაშვილს უპასა, რომელმაც აზერბაიჯანელთა უკრაინელ გოლკიპერ დმიტრი ბეზოტოსნის შანსი არ დაუტოვა - 2:1.
დარჩენილ დროში დინამოელები, ძირითადად, თავდაცვაზე ზრუნავდნენ და კარის მშრალად შენახვა მსაჯის მიერ კომპენსირებული 5 წუთის განმავლობაშიც შეძლეს.
ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება ერთი კვირის შემდეგ, 9 ივლისს, გაბალაში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მსაჯი რომ არა გავანადგურებდით!!!!!!!!!!!!!!!!
0
0
გაიხარეთ, მაგრები ხართ, ახვარ მსაჯს რა უთხარი თორემ დედას ვუტირებდით. არა უშავს აუცილებლად გავალთ შედეგ ეტაპზე. ბიჭებს საღოლ და გია მაგარი ხარ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული