10:20 03-07-2015
ბოტოშანი-ცხინვალი 1:1 - დიდი შანსი [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
სპორტულს რაც შეეხება, ამ კუთხითაც "ცხინვალმა" მშვენიერი განაცხადი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ რუმინელები მთელი მატჩის განმავლობაში ბევრს უტევდნენ და საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, ტაბლოზე ჩვენთვის მისაღები შედეგი დაფიქსირდა.
"ცხინვალმა" თბილისისა და ბათუმის "დინამოებს" მხარი აუბა და ის დღე გვაჩუქა, რომლის მსგავსიც ბოლო წლებში იშვიათად გვახსენდება - გუშინ ევროპალიგაზე არც ერთ ქართულ გუნდს არ წაუგია. კახა კაჭარავას გუნდის ფრე კი დასაფასებელი იმიტომაა, რომ ევროსარბიელის დებიუტანტებმა ეს სტუმრად მოახერხეს.
ამაში გუნდს განსაკუთრებით დიდი სამსახური მეკარემ და კაპიტანმა გიორგი ნადირაძემ გაუწია, რომელმაც თავისიანები არაერთხელ იხსნა. მან "ცხინვალი" მხოლოდ 21-ე წუთზე ვერ გადაარჩინა, როცა პეტრე ივანოვიჩმა "ცხინვალის" მცველისგან მიღებული ბურთი დაახლოებით 12 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში გახსნა - 1:0.
პირველ ტაიმში რუმინელები კიდევ არაერთხელ იყვნენ ახლოს მიზანთან. სახიფათო იყო ფლორიან პლამადასა და რაულ კოსტინის შეტევები, მაგრამ ნადირაძე საუცხოოდ თამაშობდა. "ცხინვალს" კი შესვენებამდე წონასწორობის აღდგენა შეეძლო, თუმცა რატი ცაცკრიალაშვილის შეტევისას რუმინელთა მეკარე პლამენ ილიევმა საიმედოდ ითამაშა.
შესვენებამდე, მოედანზე მიმდინარე მოვლენები "ბოტოშანისთვის" ცუდს არაფერს მოასწავებდა და იყო საფრთხე, რომ რუმინელები უპირატესობას კიდევ უფრო გაზრდიდნენ.
მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და "ცხინვალმა" რუმინელების მოდუნებით ისარგებლა. შეტევაში ჩართული გიორგი ცერცვაძის ჩაწოდებულ ბურთს, წესით, ნიკა კაჭარავა ვერ უნდა შესწვდომოდა, მაგრამ რუმინელთა მეკარე მარჯვენა კუთხისკენ წავიდა, "ცხინვალის" ტანმაღალმა ფორვარდმა კი მცველს წამით დაასწრო, ბურთს კარისკენ შეუცვალა მიმართულება და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
"ბოტოშანი" გამარჯვებისთვის თავს არ ზოგავდა, ისევე, როგორც "ცხინვალი" - ანგარიშის შესანარჩუნებლად. მასპინძლებმა რამდენჯერმე მწვავედ შემოგვიტიეს, მაგრამ ივანოვიჩის, დან რომანის, გაბრიელ ვაშვარისა და კოსტინის მცდელობებისას ნადირაძემ კარი უვნებლად შეინახა.
საბოლოოდ, კახა კაჭარავას გაწვრთნილებმა 1:1 ითამაშეს და 9 ივლისის საპასუხო შეხვედრის წინ მეორე ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი შეინარჩუნეს.
ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
02.07.15. ბოტოშანი. "მუნიციპალი". 8 000 მაყურებელი
ბოტოშანი-ცხინვალი 1:1
გოლები: 1:0 ივანოვიჩი (21), კაჭარავა 1:1 (46. ცერცვაძის პასით)
ბოტოშანი: ილიევი, კორდოში, პლამადა, კროიტორუ (74. ბრატა), ივანოვიჩი (86. ბატინი), ვაშვარი, მარტინუსი, ბრაუნი, კოსტინი, ხოდნოდი (46. რომანი), დიმიტროვი.
სათადარიგოები: პლეშკა, კუკუ, პატაკე, აკსინტე.
მწვრთნელი: ლეონტიუ გროზავუ
ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა, კილასონია, ბაჩიაშვილი, გიგაური (77. ბურძენაძე), ქარდავა, ლეკვთაძე (63. შულაია), ცაცკრიალაშვილი, ივანიშვილი (89. კაჭკაჭიშვილი), კაჭარავა.
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, მაისაშვილი, ბოლქვაძე, ლობჟანიძე.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: ლეკვთაძე (34), კილასონია (83), ნადირაძე (90), ქარდავა (90+3)
არბიტრი: ლ. იემინი (ალბანეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
Qartulma gundebma tavdadebit to itamashot da waagot xalxi dagipasebt,es gvinda chven,is gvwyins xolme lexis gaundzrevlad to agent tore made Barcelonaagebs,xandaxan.... Jigrit itamashet,yvela kartul gunds warmateba!
0
0
ვულოცავ ცხინვალს ეს არის დიდი წარმატება რთულ მეტოქესთან გასვლაზე მოპოვებული 1-1 ცუდი შედეგი ნამდვიალდ არ არის თუ ცხინვალი დაცვაში მყარად იდგება და კაჭარავას ვინმე დაეხმარება იქნებ თბილიში გამარჯვებასაც მივაღწიოთ და გავიდეთ მომდევნო ეტაპზე, თუმცა რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს ცხინვალით მაინც კმაყოფილი ვარ
0
0
ს
0
0
ბრავო ცხინვალს, მთელ გუნდს დიდი მადლობა თავდადებისთვის. ასეთი შედეგი თავდადების გარეშე არ მოდის. წარმატებები კახა კაჭარავას და ცხინვალს!!!
0
0
ღმერთმა ასეთი დღეები გვიმრავლოს!!!!!!!!!!
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული