რაზმაძემ "დილას" აწმყოსა და მომავალზე ილაპარაკა.
მოგეხსენებათ, სულ მალე გორული კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბულ "პარტიზანს" დაუპირისპირდება:
"ორმაგად სასიხარულო იყო ჩემთვის, რომ ჩემი მშობლიური კლუბის შემადგენლობაში მოვიპოვე საქართველოს ჩემპიონობა. იმედი მაქვს, ჩვენს გულშემატკივარს კიდევ არაერთი ტიტულით გავახარებთ...
თურქული შეკრება გეგმის მიხედვით მიდის. ძალიან კარგ პირობებში ვემზადებით. ნელ-ნელა გუნდი იკვრება და შედის ოპტიმალურ ფორმაში. ახალწვეულები "დილას" ძალიან კარგად შეეწყვნენ. დანარჩენი
ყველა რგოლში დიდი კონკურენციაა. ეს სავსებით ბუნებრივია. მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, კონკრეტულ შემთხვევაში რომელ ფეხბურთელს ენდობა...
ჩემპიონთა ლიგაზე "პარტიზანის" სახით საკმაოდ სერიოზული მეტოქე შეგვხვდა. ფეხბურთელებს ჯერ არ გვინახავს სერბული გუნდის თამაში. მწვრთნელები ნახავენ და შეაფასებენ მის სიძლიერეს. იმედია, სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და შევეცდებით, დავძლიოთ სერბული ბარიერი...
ვიცით, რომ მოახლოებულ თამაშებთან დაკავშირებით გულშემატკივრის მოლოდინი ძალიან დიდია. ქომაგი ჩვენთვის მეთორმეტე მოთამაშეა და მთელი სეზონის განმავლობაში ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას. პარტიზანთან" კი მათი ქომაგობა ორმაგად საჭირო იქნება.
ღმერთის წყალობით, ყველა ერთად შევძლებთ ამ რთული ბარიერის გადალახვას და ერთად ვიზეიმებთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"