გორის "დილას" თურქულ შეკრებაზე "გაზიანთეფსფორთან" სპარინგ-მატჩი ჩაეშალა

AutoSharing Option
დღეს, 4 ივლისს, თურქულ შეკრებაზე მყოფი გორის "დილა" საკონტროლო მატჩს თურქულ "გაზიანთეფსფორთან" აღარ გამართავს. ამის მიზეზი, კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მეტოქის უარია.

სანაცვლოდ, უჩა სოსიაშვილის გუნდი უკრაინულ "ვოლინს" დაუპირისპირდება, რომელთანაც რამდენიმე დღის წინათაც ითამაშა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა თბილისის დროით 19:00 სთ-ზე, ახალაშენებულ თანამედროვე სტადიონზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გორის "დილა" წელს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ბელგრადის "პარტიზანი" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული