დოდო: ქართველი გულშემატკივრები "დინამოს" დამარცხებით უნდა დავსაჯოთ

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალას" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა დოდომ azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თბილისის "დინამოსთან" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაპირისპირებაზე ესაუბრა.


ფეხბურთელი საპასუხო საშინაო მატჩის წინ იმედიანადაა განწყობილი და აღნიშნავს, რომ იმ ქართველი გულშემატკივრების "დასასჯელად", რომლებმაც აზერბაიჯანის სიმბოლიკა შეურაცხყვეს, საუკეთესო საშუალება "დინამოს" დამარცხება იქნება.

"დინამოსა" და "გაბალას" საპასუხო დაპირისპირება 9 ივლისს, გაბალაში გაიმართება.

- რამ შეუშალა "გაბალას" ხელი თბილისში წარმატების მიღწევაში?
- კარგი და ძლიერი გუნდი გვყავს. ალბათ, გავლენა გუნდში განხორციელებულმა ცვლილებებმა იქონია. დროა საჭირო, რომ შევთამაშდეთ.
ჩვენც ბლომად შეცდომები დავუშვით. პირველ ტაიმში ყველა მომენტი რომ გამოგვეყენებინა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ისე კი, ახლა შეცდომებზე საუბრისა და მიზეზების ძებნის დრო არაა. წინ საპასუხო შეხვედრაა.

- პირველი მატჩის შედეგმა გუნდს განწყობა წაუხდინა?
- არა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. შანსი კარგი გვაქვს.

- როგორ შეაფასებთ ქართველი გულშემატკივრების ქმედებას აზერბაიჯანული დროშისა და "გაბალას" სიმბოლიკის მიმართ?
- უკვე ხუთი წელია აზერბაიჯანში ვცხოვრობ და თავს აზერბაიჯანელად მივიჩნევ. ეს ჩემთვის ისევე უსიამოვნო სანახავი იყო, როგორც ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეებისთვის.


- ვიღაცებმა გადაწყვიტეს, ამის პასუხად შეურაცხყოფა საქართველოს დროშისა და "დინამოს" სიმბოლოკისთვის მიეყენებინათ, ზოგი კი მიიჩნევს, რომ საუკეთესო პასუხი "გაბალას" გამარჯვება იქნება. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- ამ ადამიანებს სწორედ გამარჯვებით უნდა ვუპასუხოთ. უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებთ. ამასთან, წარმოუდგენელია, ევროპალიგის ამ ეტაპზე დავასრულოთ გამოსვლა.

- რა იქნება "გაბალას" პასუხი?
- კარგი შანსი გვაქვს საიმისოდ, რომ ქართული გუნდი უკან ჩამოვიტოვოთ. უბრალოდ, უნდა გავიმარჯვოთ. ეს შეგვიძლია. მოედანზე ხასიათს გამოვავლენთ. უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ეს პირველ მატჩში შევძელით.

- და თუკი არაფერი გამოგივათ ზედიზედ მეორე წელს?
- ნუ მეტყვით, რომ რაღაც შეიძლება არ გამოგვივიდეს. ამაზე ფიქრიც კი არ მსურს. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს - გამარჯვება.

ასევე იხილეთ:
გეორგ ფლორესკუ: თბილისის "დინამოსგან" ასეთ კარგ ფეხბურთს არ ველოდით
მკითხველის კომენტარები / 10 /
jer gadaxti hopa mere daidzaxe dodo. mogxedaven bichebi :D ai vinc im banerebs kidebs is martla dasasjelia ogond sxvanaorad. kaxi ki ara tqve sacodavebo imaze ipiqret is ar davkargot rac dagvrcha, chkuit iyavit da pxizlad. tamashebze kide sheeshvit msgavs ragaceebs, wadit da saelchostan gamochimet, stadionze ki ara.
rezo
15:46 07-07-2015
0
იქ შირაქთან ამხანაგურში,თურქებთან და აზერებთან ევროპაზე.პროვოკაციის სუნი უდის ამ ყველაფერს და მწარედ დაგვსჯიან.
kote
15:14 07-07-2015
0

სიახლეები პოპულარული