უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს დაიწყება

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვირას, 12 ივლისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა პრობლემები ელექტრობილეთებთან დაკავშირებით. მაშინ ფედერაციამ თავისთავზე აიღო ყველა გადაწყვეტილება - ბილეთების დამზადება, მათი რეალიზება და სხვა. ჩვენ გულშემატკივრებს დავპირდით, რომ აუცილებლად რამდენიმე დღით ადრე შეგატყობინებდით დროს და ადგილს, თუ სად იქნება ბილეთები გაყიდული. დღეს თამამად მინდა გითხრათ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შსს-სთან, მერიასთან ერთად გავიარეთ ყველა მოთხოვნა, რომელიც ჰქონდა უეფა-ს.
დღეს შეგვიძლია გითხრათ, რომ 12 ივლისს, კვირას, 09:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიყიდება ბილეთები", - განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, კვირა დღე დასვენებაა და სურთ, რომ ყველა ადამიანი თანაბარ პირობებში იყოს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ გულშემატკივარს არა სტადიონის სალაროებთან, არამედ... ვაკის პარკში მოუწევს შეკრება. აქედან ისინი სტადიონამდე სპეციალურად დაგებული ბილიკით მივლენ, 50-კაციან ჯგუფებად.

შეკრების ადგილზე რიგითობასა და უსაფრთხოებას პოლიცია და პატრული დაიცავენ. შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ადგილზე უფასო იქნება წყალი. დამონტაჟდება ბიოტუალეტები. სტადიონზე დაიწყო დროებითი სალაროების მონტაჟი, მალე დასრულდება ბილეთების დაბეჭდვა.

შეგახსენებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ბილეთები, ონლაინ-რეჟიმის ნაცვლად, სალაროში გაიყიდება. თბილისში 22 000-მდე ბილეთის რეალიზაცია იგეგმება. უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება. ბილეთების ფასებია 18, 35 და 75 ლარი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხალხო ქართული ფეხბურთის გასაწმენდად, ბოიკოტი ამ თამაშს. არ ააყროლეს ამ მუქთახორა ადგილობრივმა "ქართული ფეხბურთის ბოსებმა" ხარბმაფულისმკეთებლებმა, მთელი EUROРE ამ ბლეთების ყიდვა გაყიდვით ისტორიებით.უეფამ ამ თამაშის ჩასაყარებლად ცალკე თანხები გამოუყო მათ,ის ფული უკვე "აითვისეს"? ეხლა კი ბილეთებზეც ფულის "შოვნის" გზებს ეძებენ.მაგრამ ტვინები რომ ძველი ავლაბრელი კინტო ჩარჩის დონისა აქვთ .ამგვარი ჩალიჩები იტალიაში და საფრანგეთში ნეორეალიზმის დროს ორმოცდაათი-სამოცი წლის წინ ხდებოდა.საჭიროება მოითხოვს გაიწმინდოს ქართული ფეხბურთი საჩქაროდ ამ უვარგის ხელმძღვანელობისაგან,ამას ეროვნული ფეხბურთის განვითარების სასწრაფოდ ეროვნულად ერთობლივი საზრუნავი მოითხოვს.დაგვცინის მთელი ფეხბურთის სამყარო. რუსეთის და ყატარის ბიზნესმენების მილიონების ყრის ფულისგასაკეთებელ ჩალიჩს რომ უყურებენ ხარისხობრივად უფსკრულამდე განსხვავებულს,და ქართველ შარვალგამოხეულ მათხოვართა ფეხბურთის მესვეურთა მიერ, ხარბი უვიცობით"ფულისკეთების" თავისი ვე ხალხის სზაიანოდ ხრწნილ მცდელობებს.
Sebastian Chabal .France
09:16 08-07-2015
0
ფეხბურთის ბილეთების გაყიდვაა თუ კონცლაგერებში შესვლაა ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცად თუ საბაჟო ბორდერის გავლა შემოწმების მცდელობაა ფეხბურთის "უზენაესი ამბასადორიალის" მიერ.ღატომ ამცირებენ ქართველ ხალხს.ქართველები ბევ ევრო მოსახლეზე ცივილიზებულებივართ.ბარბაროსები ფეხბურთის ფედერაციაში მოიკითხონ უქნარებმა.რატომ უქმნიან მსოფლიოს ხარბი,უვიცი ქართველი ფანატიკოსის იმიჯს,ჩვენივე ერთეულნი უვიცნი.
GB. Manchester City.
09:30 08-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული