ქართული გუნდები ევროთასებზე: რომელი არხები აჩვენებს და ვინ გვიმსაჯებს

AutoSharing Option
მოახლოვდა 9 ივლისი - დღე, როცა ევროპალიგაზე მოთამაშე სამი ქართული გუნდი საპასუხო მატჩებს გამართავს.

სხვადასხვა ტელეარხით სამივე მატჩის პირდაპირი რეპორტაჟია დაგეგმილი. "გაბალა"-"დინამოს" "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს, "მეორე არხი" "ცხინვალი"-"ბოტოშანის" თბილისურ შეხვედრას შემოგვთავაზებს, ხოლო აჭარის ტელევიზია პირდაპირ რეპორტაჟს მოაწყობს კვიპროსიდან.

ალბათ, საინტერესოა, ვინ იმსაჯებს ამ შეხვედრებზე.

ცხინვალი
თბილისში, "მიხეილ მესხზე", ერთმანეთს "ცხინვალი" და "ბოტოშანი" დაუპირისპირდებიან. მატჩი 20 საათზე დაიწყება. როგორც გახსოვთ, ამ გუნდების პირველი მატჩი 1:1 მორჩა. საპასუხო შეხვედრას ბულგარელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი ნიკოლაი იორდანოვი იქნება. მას ივან ვალჩევი და გეორგი
ტოდოროვი
დაეხმარებიან.

დინამო თბილისი
პარალელურად, გაბალაში თბილისის "დინამო" მასპინძელ "გაბალას" დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი იქნება ამორი დელერუ, რომელსაც ლორან სტინი და მიშელ ანო დაეხმარებიან. თბილისური მატჩი "დინამომ" 2:1 მოიგო.

დინამო ბათუმი
ასევე ჩვენი დროით 20 საათიდან ნიქოზიაში ბათუმის "დინამო" ადგილობრივ "ომონიას" გაუწევს მეტოქეობას. პირველი მატჩი ბათუმელებმა (ზესტაფონში) 1:0 მოიგეს.

შეხვედრის მთავარი მსაჯი პორტუგალიელი ფაბიო ვერსიმო იქნება. მას თანამემამულეები - პაოლო სუარეში და ანტონიო გოდინიო გაუწევენ ასისტენტობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
Merabi რა უაზრო კომენტარს დებ ჯიგარ, თუ ხვდები!!! რომელ ანგარიშის გამოცხადებაზე საუბრობ ინტერნეტის ეპოქაში! კარგით რა. ნეტა სხვა პრობლემა არ იყოს ჩვენს ფეხბურთში და მაგას ავიტანთ როგორმე.
სოსო
09:58 09-07-2015
0
Merabi-ს და gizog-ს მინდა მივმართო. ნუთუ მინაშვილია მთავარი პრობლემა ქართული ფეხბურთის! გასაგებია, რომ შეიძლება არ მოგწონდეს რომელიმე კომენდატორი,თუმცა შენ არ მოგწონს, მე მომწონს...., მაგრამ ამის საჯაროდ და ასეთ დროს გარჩევა, არაადეკვატურად მიმაჩნია. მოკლედ ქართველების ისეთი დაიძინებელი სენი, რასაც სიძულვილი და გაუტანლობა ქვია, არ იკურნება. ჩვენს გუნდებს წარმატებებს უსურვებ, თქვენ კი ყველაზე "ჭკვიანო" გულშემატკივრებო, გირჩევთ კომენტატორის მოსმენის გარეშე უცქიროთ ფეხბურთს ანუ ჩაუწიოთ ხმას.
გოგი
09:55 09-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული