აზერბაიჯანელთა შურისძიება: საქართველოს დროშა ფეხქვეშ გათელეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
9 ივლისს, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" შორის გამართულ მატჩზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისულ აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთ ჯგუფს ჰქონდა პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე: "Burchali is ancient Azerbaijan land" ("ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა"); "Sarvan no Marneuli", "Bostandere No Rustavi" და "Choruk Gemerli! No Bolnisi!"

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს. ასევე, გავრცელდა ფოტოები, სადაც საქართველოს დროშაზე
ფეხით დგანან.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო თბილისი"-"გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".


9 ივლისს, გაბალაში გამართულ შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ (2:0), თბილისის "დინამო" კი ევროპალიგას გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
პუტინისადმი ერთგულების საშური მაგალითები.
ქართველი და აზერბაიჯანელი სუკის თანამშროლმლების საბჭოთა ძმობა და მეგობრობა გრძელდება!
სსრკ-ს რა დაშლის ასეთი პატრიოტების ხელში smile ემოცია
David Amirejibi
10 ივლისი 2015 23:17
0
ერთდროს ბორჩალოდან თვითონვე აიბარგნენ და თავისი ფეხით მიდიოდნენ, ერეკლე მეფემ არ გაუშვა, თხოვნა ეხვეწა და ისევ დააბრუნა, და ის ბორჩალოელი გულიანად გმირულად იბრძოდნენ ქართველებთან ერთად. იმათ არ ქონიათ ბორჩალოზე პრეტენზია და ესენი ვინები არიან რუსთავამდე რომ "ამოვიდნენ"?

ქართველებო კაცებო გაიღვიძეთ და ისწავლეთ ვაჟკაცობა - თამაშზე ამათ უნდა გამოვუჭიმოთ ერეკლე მეორის, გიორგი სააკაძის და გიორგი მაზნიაშვილის პორტრეტები იმ ბანერთან ერთად, ასევე წმ. გიორგის ხატი უნდა იყოს თამაშზე და ბახტრიონის მოსაგონარი ცალკე. კაი დედიშვილები არიან მოგვიგონ ან რამე დაუპირისპირონ.
Mtieli
10 ივლისი 2015 22:26
0
როცა დრო მოვა და ღმერთი მოწყალების თვალით გამოდმოგვხედავს საქართველოს და ქართველებს... გეფიცებით ძირძველ ისტორიულ მიწაწყალს დავიბრუნებთ ყველაფერს უკლებლად.. საქართველოს ჯარს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს და ეს დრო მალე მოვა დამიჯერეთ!!!
ადვოკატი
10 ივლისი 2015 14:37
0
რატომ გათელეს აზერბაიჯანის დროშა ქართველებმა? კახის ამბავი რა გამოსატანი იყო სტადიონზე? კი, იმათმა უფრო იველურეს დროშის დაწვით მაგრამ თბილისში დაიწყო ეს ყველაფერი, ცეცხლზე ნავთი ჩვენ დავასხით. მოდი ობიექტურები თუ გვინდა ვიყოთ, ჩვენ იაღლიშზეც არ დავხუჭოთ თვალი, თორე სუბიექტურად, იჯექით და აგინეთ აზერებს, რა ხეირი
Alex
10 ივლისი 2015 14:27
0
ჩვენ რა გავაკეთეთ ზუსტად იცი ქართველებმა რომ გააკეთეს? რაც ''ჩვენ'' გავაკეთეთ ორჯერ მეტი გააკეთეს აზერებმა ჩვენ არ დაგვიწვია დროშა და ეგეც არიცი ქართველებმა გააკეთეს თუარა და ამათმა სტადიონზე დაწვეს ჩვენი 5ჯვრიანი დროშა და კიდე მარნეული მიიერთეს თურმე უძველესი აზერბაიჯანული მიწა ყოფილა!!!! და ჩვენ გვეწერა!!!''ჩვენ გვახსოვს კახი'' და ამის მერე კიდე იძახი ღირსი ვიყავითო ქართველი მაინც არიყო და ნუწერთ ასეთ სისულელე კომენტარებს რა ღირსი ვიყავით აი აი არვიცი რავთქვა სიტყვები არმყოფნნის
svani_7
10 ივლისი 2015 13:11
0
აბა შენ რომ აკეთებ იმათგან რა გიკვირს??...ქართველები გიჟები ვართ ვისთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს იმათთან უნდა გავაფუჭოთ მაინც და მაინც...რაო zvio მარტო რაგბი და ჭიდაობა რას მოგიტანს??
gio
10 ივლისი 2015 12:55
0
რა დავიმსახურეთ ბიჭო რეებს იძახი, ქართველი მაინც არიყო ფუ ჩემი, დროშა მაინც არდაგვიწვია და ჩვენ გავაკეთეთ თუარა ეგეც საკითხავიააა! და ამათმაააა სტადიონზეეეეე დაწვეს ჩვენიიიი დროშა ჩვენიიიი 5ჯვრიანი დროშა
svani_7
10 ივლისი 2015 12:41
0
რაც დავიმსახურეთ ის მივიღეთ!!!
Leri
10 ივლისი 2015 12:20
0
მთავრობავ დაგმეთ მაინც ეს ფაქტი რამე მაინც თქვით ქართველები არხართ ხალხო რახდება ეს არმჯერა! როგორ გაბედეს ჩვენი 5ჯვრიანი დროშის დაწვა აი არვიცი რავთქვა ხმაააა ამოიღეეეეეეეეეეთ
svani_7
10 ივლისი 2015 12:14
0
რაც არ უნდა თქვან, ეგენი ჩვენს გარეშე არაფერი არ არიან,ხოლო რაც შეეხება ფეხბურთს,ეს სპორტი უდა აიკრძალოს საქართველოში ან მინიმუმ ჩვენი გუნდები და ნაკრები არ უნდა გაახედო საზღვარს მიღმა
zvio
10 ივლისი 2015 11:08
0

სიახლეები პოპულარული