აზერბაიჯანელთა შურისძიება: საქართველოს დროშა ფეხქვეშ გათელეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
9 ივლისს, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" შორის გამართულ მატჩზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისულ აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთ ჯგუფს ჰქონდა პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე: "Burchali is ancient Azerbaijan land" ("ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა"); "Sarvan no Marneuli", "Bostandere No Rustavi" და "Choruk Gemerli! No Bolnisi!"

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს. ასევე, გავრცელდა ფოტოები, სადაც საქართველოს დროშაზე
ფეხით დგანან.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო თბილისი"-"გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".


9 ივლისს, გაბალაში გამართულ შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ (2:0), თბილისის "დინამო" კი ევროპალიგას გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
პუტინისადმი ერთგულების საშური მაგალითები.
ქართველი და აზერბაიჯანელი სუკის თანამშროლმლების საბჭოთა ძმობა და მეგობრობა გრძელდება!
სსრკ-ს რა დაშლის ასეთი პატრიოტების ხელში smile ემოცია
David Amirejibi
23:17 10-07-2015
0
ერთდროს ბორჩალოდან თვითონვე აიბარგნენ და თავისი ფეხით მიდიოდნენ, ერეკლე მეფემ არ გაუშვა, თხოვნა ეხვეწა და ისევ დააბრუნა, და ის ბორჩალოელი გულიანად გმირულად იბრძოდნენ ქართველებთან ერთად. იმათ არ ქონიათ ბორჩალოზე პრეტენზია და ესენი ვინები არიან რუსთავამდე რომ "ამოვიდნენ"?

ქართველებო კაცებო გაიღვიძეთ და ისწავლეთ ვაჟკაცობა - თამაშზე ამათ უნდა გამოვუჭიმოთ ერეკლე მეორის, გიორგი სააკაძის და გიორგი მაზნიაშვილის პორტრეტები იმ ბანერთან ერთად, ასევე წმ. გიორგის ხატი უნდა იყოს თამაშზე და ბახტრიონის მოსაგონარი ცალკე. კაი დედიშვილები არიან მოგვიგონ ან რამე დაუპირისპირონ.
Mtieli
22:26 10-07-2015
0

სიახლეები პოპულარული