კახა კალაძე: რამდენიმე ადამიანის უგუნური ქმედება ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ფაქტი არის ძალიან ცუდი, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა დღეს და გუშინ არ დაწყებულა და საუკუნეების განმავლობაში გვაკავშირებს ეს ურთიერთობა, - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს აზერბაიჯანში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განუცხადა.

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე "გაბალა"-"დინამოს" მატჩზე მომხდარ ინციდენტს პროვოკაციულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ რამდენიმე ადამიანის უგუნური ქმედება ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის.

"მე ვფიქრობ, ეს იყო პროვოკაცია და შესაბამისი სამსახურები ადეკვატურად გამოიძიებენ და ყველა ადამიანი იქნება დასჯილი, ვინც მონაწილეობდა ასეთ პროვოკაციებში. კიდევ ერთხელ
ვიმეორებ, რამდენიმე ადამიანის უგუნური გადაწყვეტილება და ქმედება ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს", - განაცხადა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.

იხილეთ უფრო მეტი ინფორმაცია მომხდარი ინციდენტის შესახებ:

- აზერბაიჯანელთა შურისძიება: საქართველოს დროშა ფეხქვეშ გათელეს [VIDEO+PHOTO]

იხილეთ მატჩის მიმოხილვა:

- ­გაბალა-დინამო (თბ) 2:0 - მშვიდობით, ევროპავ! [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
შენ ჩემო ძმაო არველაძე და ეს კორუფცია როგორ მოვაცილოთ ქართულ ფეხბურთს იმაზე იფიქრე,მკურნალობა უნდა ჩვენს ფეხბურთს,ესეც არ ცაგვართვათ!!!
Bacho
15:31 10-07-2015
0
ჯერ აქ რა გააკეთეს ის შეგვახსენე
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული